Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საქართველოში კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი თვეში 1475 ლარია, ხოლო ქალების 551-ი ლარით ნაკლები

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2019-12-17

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217 ლარს შეადგენს.

 

სტატისტიკის მიხედვით, კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი ქალების ხელფასებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი თვეში 1475 ლარია, ხოლო ქალების 551  ლარით ნაკლებია და 924 ლარს შეადგენს. 2018 წლის შესაბამის პერიოდში ეს სხვაობა 562 ლარს შეადგენდა და წელს მხოლოდ 11 ლარით შემცირდა.

 

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში კაცის ხელფასი ქალის ხელფასზე კვლავ საშუალოდ 38%-ით მეტია.

 

2019 წელს საქმიანობის  მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

 

 

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის გენდერული სხვაობის რეიტინგის თანახმად, საქართველო 149 ქვეყანას შორის 99–ე ადგილს იკავებს, სქესთა შორის ეკონომიკური სხვაობის მაჩვენებელის მიხევდვით კი ქვეყანა 85–ე ადგილზეა.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker