Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მსოფლიო ბანკმა ახალი კვლევა „ქალი, ბიზნესი და კანონი 2020“ გამოაქვეყნა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2020-01-15

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ახალი კვლევა „ქალი, ბიზნესი და კანონი 2020“ (Women, Business and the Law), რომლის  თანახმად ბოლო ორი წლის განმავლობაში მკვეთრად გაუმჯობესდა გარემო, რომელიც განსაზღვრავს ქალების მონაწილეობას ეკონომიკურ ცხოვრებაში.

 

 

კვლევის ფარგლებში არსებული ვითარება 190 ქვეყანაში შეფასდა. განხორციელდა მონიტორინგი, თუ რა გავლენას ახდენენ შესაბამისი კანონები ქალთა მდგომარეობაზე მათი სამუშაო ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

 

 

კვლევის დროს შეგროვებული მონაცემთა ბაზა განსაზღვრავს ბარიერებს, რომლებიც აფერხებს ქალთა ეკონომიკურ მონაწილეობას და ხელს უწყობს დისკრიმინაციული კანონების მიღებას.

 

ინდექსის მიხედვით საქართველო 190 ქვეყანას შორის 85, 6 ქულით  55 ადგილს იკავებს.

 

როგორც აღნიშნულია კვლევაში საქართველომ ქალებს გაუადვილა ხელმისაწვდომობა კრედიტებზე და აკრძალა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სფეროში არსებული გენდერული დისკრიმინაცია. საქართველოში ასევე ამოქმედდა კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს  სექსუალური შევიწროების მსხვერპლის სასამართლო დაცვასუსამართლო განთავისუფლების შემთხვევაში.

 

კვლევამ მოიცვა რეფორმები რვა სფეროში, რომლებიც დაკავშირებულია ქალების ეკონომიკურ შესაძლებლობებთან და განხორციელებულია 2017 წლის ივნისიდან 2019 წლის სექტემბრამდე.

 

კვლევა გვაჩვენებს, რომ 40 ქვეყანამ განახორციელა 62 რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყოფს ქალებს - მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს - საკუთარი პოტენციალის რეალიზაციაში და მსოფლიოს ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში თვისი წვლილის შეტანაში.

 

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგები არათანაბარია. ბევრ ქვეყანაში ქალები მამაკაცებთან შედარებით იურიდიული უფლებების მხოლოდ ნაწილით სარგებლობენ და ეს აფერხებს მათ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.

 

 

 

კვლევაში მოცემული ინდექსი გაანგარიშებულია რვა ინდიკატორის მიხედვით: გადაადგილების თავისუფლება, დასაქმება, შრომითი ანაზღაურება, ქორწინება, ბავშვის ყოლა, ბიზნესი, ქონების განკარგვა და პენსია.

 

 

ბოლო ორი წლის განმავლობაში, რვა ქვეყანამ მიიღო კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ხოლო შვიდ ქვეყანაში ამოქმედდა კანონი სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ.

 

 

12 ქვეყანაში გაუმჯობესდა შრომით ანაზღაურებასთან დაკავშირებული კანონები და გაუქმდა ქალთა შრომაზე შეზღუდვები გარკვეულ სექტორებში.

 

 

გლობალური მასშტაბით 16-მა ქვეყანამ მიიღო საკანონმდებლო ზომები, რომლებმაც შეცვალეს სიტუაცია დეკრეტული შვებულების სფეროში უკეთესობისკენ. კერძოდ, რეფორმები მოიცავს დედებისთვის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობის გაზრდას, შვილების დაბადებასთან დაკავშირებით მამების ანაზღაურებადი შვებულების დაწესებას, ასევე ფეხმძიმე ქალების სამუშაოდან განთავისუფლების აკრძალვას.

 

გლობალური საშუალო ინდექსი ოდნავ გაიზარდა. ორი წლის წინ ის 73.9, დღეს კი 75.2 ქულას შეადგენს.

 

კვლევის მიხედვით სასწრაფოდ რეფორმების გატარება საჭიროა ისეთ სფეროში, რომელიც ბავშვების დაბადებასთანაა დაკავშირებული და სადაც საშუალო ინდექსი მხოლოდ 53.9 ქულას შეადგენს.

 

კვლევის მიხედვით, 10 ქვეყნიდან, რომელთა მდგომარეობა ყველაზე მეტად გაუმჯობესდა, 6 შუა აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარეობს, ხოლო სამი  სუბ-საჰარის აფრიკაში, ერთი  კი სამხრეთ აზიაშია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში ვითარება კვლავაც მძიმე რჩება და გაუმჯობესებას საჭიროებს.

 

კვლევის მიხედვით, დღეის მდგომარეობით რვა ქვეყნის ინდექსი 100 ქულას შეადგენს - ბელგია, დანია, ისლანდია, ლატვია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, შვედეთი და კანადა, სადაც ახლახანს შეიცვალა კანონმდებლობა მშობლებისთვის დეკრეტული შვებულების შესახებ.

 

განვითარებული ეკონომიკის ქვეყნები აგრძელებენ თავისი მონაცემების გაუმჯობესებას. კვლევის მიხედვით 40 ქვეყნიდან, რომელიც ძირითადათ მაღალი შემოსავლის მქონეა 27-მა 90 ქულაზე მეტი დაარგოვა.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker