Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

აშშ-ს ეროვნულმა არქივმა წაშალა პრეზიდენტის სახელი ფოტოზე, რომელიც 2017 წლის ქალთა მარშს ასახავს

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2020-01-20

აშშ-ს ეროვნულმა საარქივო და ჩანაწერების ადმინისტრაციამ ბოდიში მოიხადა აქციის რედაქტირებული ფოტოების ჩვენების გამო, რომელიც 2017 წლის 21 იანვარს გაიმართა ვაშინგტონში. ფოტოები გადაღებულია ქალთა მარშის დროს, რომლის მონაწილეები ქუჩაში პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გაიმართა. ამის შესახებ იუწყება The Washington Post-ი.

 

 

საქმე ეხება ფოტოს, რომელიც გადაღებულია Getty Images– ის ფოტოგრაფის, მარიო ტამას მიერ. მასზე პლაკატებით ხელში ასობით მომიტინგეა აღბეჭდილი, კაპიტოლიუმის ფონზე.

 

 

 

 

გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოზე კი აშშ-ს პრეზიდენტის სახელი გამქრალია ორი პლაკატიდან. მათზე წარწერების თავდაპირველი ვერსია ასე გამოიყურებოდა: "ღმერთს სძულს ტრამპი" და "ტრამპი და რესპუბლიკური პარტია - ხელები შორს ქალებისგან".

 

 

 

 

მოგვიანებით, ატეხილი სკანდალის მერე, არქივმა გამოაქვეყნა განცხადება საკუთარ ვებგვერდზე, რომელშიც ბოდიშს იხდიდა ფოტოს შეცვლის გამო. ”ჩვენ შეცდომა დავუშვით. ჩვენ ყოველთვის ვიცავდით ჩვენი არქივების ხელშეუხებლობას, ”- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ფოტო აშშ-ს კონსტიტუციის მე -19 შესწორებისადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარადგინეს, რომლის შესაბამისად ქალებმა აქტიური ხმის უფლება მიიღეს. კონგრესმა ეს შესწორება 1920 წელს მიიღო. არქივის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სურათი შეიცვლება არარედაქტირებულით.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker