Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

Oxfam: მსოფლიოს 22 უმდიდრესი ადამიანი უფრო მდიდარია, ვიდრე ყველა აფრიკელი ქალი ერთად

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2020-01-20

მსოფლიოში 2.153 ათასი მილიარდერის სიმდიდრე აღემატება 4,6 მილიარდი ადამიანის (მოსახლეობის 60% -ს) საერთო შემოსავალს. ამის შესახებ ნათქვამია საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის კვლევაში "Time to Care", რომელიც 20 იანვარს გამოქვეყნდა.

 

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ჩატარების წინ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად ”მსოფლიოში უთანასწორობა შოკისმომგვრელი გახდა”.

 

”უთანასწორობის აღმოფხვრა, მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრულის შემცირება არ შეიძლება მიზანმიმართული ქმედებების გატარების გარეშე და ძალიან ცოტა მთავრობები იღებენ ამის ვალდებულებას”, - განაცხადა Oxfam India-ს  აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

ანგარიშის შემქმნელებმა ასევე შეაფასეს, რომ 22 უმდიდრესი ადამიანის კაპიტალი უფრო მეტია, ვიდრე ყველა აფრიკელი ქალის (დაახლოებით 325 მილიონი ქალი) საერთო შემოსავალი. ამავდროულად, გლობალურ ეკონომიკაში ქალების და გოგონების წვლილი 10.8 ტრილიონ დოლარს შეადგენს და ისინი დღეში 12.5 მილიარდ საათს  არაანაზღაურებად შრომას (სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება, ბავშვების, მოხუცების მოვლა-პატრონობა) ეწევიან. მკვლევარების აზრით, ამ უთანასწორობის საფუძველი " სექსისტური ეკონომიკური სისტემაა".

 

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ  მილიარდერების უმეტესობა მამაკაცია.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker