Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თურქეთის პარლამენტში განსახილველად კვლავ შედის კანონპროექტი, რომელიც კაცებს გაუპატიურების სასჯელისგან ანთავისუფლებს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2020-01-23

თურქეთის პარლამენტში განსახილველად შედის კანონპროექტი "დაქორწინდი შენს მოძალადეზე", რომელიც მამაკაცებს 18 წლამდე გოგონების გაუპატიურების შემდეგ პასუხისმგებლობისგან გაანთავისუფლებს, თუ ისინი მსხვერპლზე იქორწინებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Independent-ი ავრცელებს.

 

კანონპროექტის მიხედვით, მამაკაცს შეუძლია, 18 წლამდე ასაკის გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარების შემთხვევაში - თუ ეს მოხდება „ძალადობის, მუქარის ან თანხმობის არარსებობის“ გარეშე - თავიდან აიცილოს სასჯელი, თუ მსხვერპლზე იქორწინებს.

 

კანონპროექტმა, რომლის წარდგენა პარლამენტში 2020 წლის იანვრის ბოლოს იგეგმება, საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია.

 

კრიტიკოსების აზრით, ცვლილება გაუპატიურებასა და ადრეულ ასაკში ქორწინებას დააკანონებს.
 

2016 წელს მსგავსი კანონპროექტი უკვე განიხილებოდა თურქეთის პარლამენტში. მაშინ, მის გასაპროტესტებლად თურქეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართა მრავალათასიანი გამოსვლები და სულ რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე თურქეთის პარლამენტში გადამწყვეტი კენჭისყრა გაიმართებოდა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა უკან გაიწვია სადავო კანონპროექტი.

 

იმ პერიოდში გაეროს უწყებებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც ანკარას აფრთხილებენ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში თურქეთს უფრო გაუძნელდება სექსუალური ძალადობისა და ბავშვთა ქორწინების პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა.

 

თურქეთში მოქმედი კანონით, ქორწინება დაშვებულია 18 წლის ასაკიდან, თუმცა სასამართლოს შეუძლია ნება დართოს დაქორწინების მსურველებს 16 წლიდან.

 

 

მცირეწლოვანთა ქორწინების კუთხით, თურქეთი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ევროპაში. 2018 წლის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, რომელიც მცირეწლოვანთა ქორწინებას ეხება, ბოლო ათწლეულის მანძილზე თურქეთში სულ 482,908 გოგონა დაქორწინდა. თუმცა, მათი რიცხვი, სავარაუდოდ, უფრო მეტია, რადგან მცირეწლოვანთა ქორწინება უმრავლეს შემთხვევაში ოფიციალურად არ რეგისტრირდება.

 

გაეროს მონაცემებით, თურქეთში ფართოდაა გავრცელებული ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა, ხოლო ქალების 38%-ი განიცდის ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას პარტნიორის მხრიდან.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker