Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

სუფრაჟისტებიდან ისლამურ რევოლუციამდე: 13 საოცარი ფოტო

Категория: Интересное 
2020-01-28

Twitter- ის გვერდის „ცხოვრება მომენტებში“ შემქმნელებმა უნიკალური ფოტოების მეშვეობით წარსულის გადახედვის საშუალება მისცეს მომხმარებელს.

 

 

 

 

 

 

 

 

ტიტანიკი საუთჰემპტონის პორტში, 1912 წელი:

 

 

 

ამერიკის კონსტიტუციაში მე-19 ცვლილების შეტანამ ქალებს ხმის მიცემის უფლება მიანიჭათ. 1919 წლის 2 ივნისს კონგრესმა დაამტკიცა შესწორება, ხოლო 1920 წლის 18 აგვისტოს ის ძალაში შევიდა. ამ უფლებისთვის ქალებმა თითქმის ასი წლის განმავლობაში იბრძოლეს.

 

ქალთა საარჩევნო უფლებებისათვის აქტიური მოძრაობა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. სუფრაჟისტების მოძრაობა ქალების საარჩევნო უფლებებისთვის 40 წლიან აქტივიზმსა და ძალზედ ორგანიზებულ სტრუქტურას ეყრდნობოდა. ეს უფლებები არა საჩუქარი, არამედ ათწლეულების განმავლობაში მცდელობისა და ბრძოლის შედეგი იყო, რომელმაც ამერიკის პოლიტიკაზე გრძელვადიანი ეფექტი დატოვა.

ცალკეული პიკეტი თეთრ სახლთან, 1917:


 

 

 

იესო ქრისტეს ცნობილი ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. ქანდაკების დიზაინერი ბრაზილიელი ეიტორ და სილვა კოშტა იყო, ხოლო მოქანდაკე — პოლონური წარმოშობის ფრანგი პოლ ლანდოვსკი. 

 

მშენებლობამ ცხრა წელს გასტანა (1922-1931) და 250 000 აშშ დოლარი დაჯდა. 1931 წლის 12 ოქტომბერს, ქრისტეს ქანდაკება საზეიმოდ გახსნეს. მისი სიმაღლე 30 მ-ია, თუ არ ჩავთვლით 8 მეტრიან კვარცხლბეკს, მარტო თავი იწონის 35,6 ტონას, ხელის თითოეული მტევანი 100 კგ-ს. მაცხოვარს ხელები 23 მეტრის სიგრძეზე აქვს გაშლილი.

 

იესოს ქანდაკების დაწყება რიოში:

 

 


 

ეს ჰაჩიკოს ბოლო ფოტოა - აკიტა ინუს ჯიშის ძაღლის, რომლის სევდიანი ისტორია ცნობილია მთელ მსოფლიოში.

 

ძაღლი ეკუთვნოდა პროფესორ ჰიდესაბურო უენოს, რომელიც გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ცხოვრობდა ტოკიოს გარეუბანში და მუშაობდა უნივერსიტეტში. პროფესორი ყოველდღე დადიოდა სამსახურში, ამიტომ ჰაჩი აცილებდა მას  სადგურის შესასვლელამდე, ხოლო შემდეგ ისევ სადგურზე ხვდებოდა. ერთხელ პროფესორი არ დაბრუნდა, მას  უნივერსიტეტში ინფარკტი დაემართა. ექიმებმა ვეღარ შეძლეს მისი გადარჩენა და სახლში ის უკვე აღარ დაბრუნებულა. იმ დღიდან სიკვდილამდე ჰაჩი ყოველდღე ელოდებოდა პროფესორს სადგურზე და ყველასათვის ერთგულების და სიყვარულის სიმბოლო გახდა.


 

 

 

გასული საუკუნის 20-30-იან წლებში შეერთებულ შტატებში პოპულარული იყო ბავშვების აღზრდის ავტორიტარული მიდგომა. ბავშვს უნდა გაეკეთებინა ზუსტად ის, რასაც უფროსები ეუბნებოდნენ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბავშვი ისჯებოდა, ხოლო დამორჩილებისას ის წახალისებული იყო.

 

ვაჟი ელოდება საჩუქარს მამისგან, 1929:

 

 

 

 

ნაგასაკი, 1945 წ. ატომური ბომბის აფეთქებიდან 20 წუთი გავიდა:

 

 

 

 

ცივი ომის დროს შეერთებული შტატები ჯაზის მუსიკოსებს, კეთილი ნების ელჩებად გზავნიდნენ მთელს მსოფლიოში. ასე, 1961 წელს ლუი არმსტრონგი ეგვიპტეში გაემგზავრა.

 

ფოტოზე ის გიზაში დიდი სფინქსის ქანდაკების ფონზე უკრავს საყვირზე თავისი მეუღლისთვის. როდესაც მუსიკოსს ჰკითხეს, თუ როგორ დათანხმდა რომ შეესრულებინა მუსიკა სხვა რელიგიის ადამიანებისთვის, მან უპასუხა: „ხედავთ ამ საყვირს? ის თავისუფალია ცრურწმენებისგან. ნოტი რჩება ნოტად ნებისმიერ ენაზე”.

 

 

 

ფრედი მერკური, 1958 წელი:

 

 

 

 

1960-იანი წლები. ნასას სპეციალისტები სამუშაო პროცესში:

 

 

 

 

1961 წელი. შავი კატები მონაწილეობენ კასტინგში ჰოლივუდურ ფილმში როლის შესასრულებლად:

 

 

 

ეს ფოტო 1970 წელსაა გადაღებული ბერძნულ პორტში. მოგეხსენებათ, საბერძნეთის კუნძულებზე ბევრი უსახლკარო კატა ცხოვრობს. ცხოველებს მფარველობს სახელმწიფო და საქველმოქმედო ორგანიზაციები. თბილმა კლიმატმა, საკვების სიჭარბემ და სტერილიზაციის არარსებობამ განაპირობა ის, რომ საბერძნეთში კატების რაოდენობამ ადამიანების რაოდენობას გადააჭარბა:

 

 

 

1979 წლის ისლამურმა რევოლუციამ ირანში გამოიწვია მასიური კულტურული ცვლილებები, რამაც გავლენა მოახდინა ქვეყნის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალების ცხოვრებაზე.

 

ქვეყანა, სადაც დღეს ქალი შეიძლება დააპატიმრონ ჰიჯაბის არტარების გამო, რევოლუციამდე, ძალიან ლიბერალური შეხედულებებით გამოირჩეოდა. 1930-იან წლებში  ირანის შაჰმა აუკრძალა ქალებს ჰიჯაბის ტარება, პოლიციამ კი ძალის გამოყენებით ჰიჯაბის მოხსნის ბრძანება  მიიღო. 80-იანი წლების დასაწყისში ტრადიცია დაბრუნდა, ახალმა მთავრობამ ჰიჯაბი აუცილებელ ნორმად აქცია ყველა ქალისთვის.

 

 

 

მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯეფ ბეზოსი, ინტერნეტ კომპანია Amazon-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი თავის ოფისში, 1999 წელი:


 

 

 

 

 

 

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Президентом Греции впервые избрана женщина

В Британии в парламент прошло рекордное количество женщин

Кабмин Финляндии возглавит самая молодая премьер-министр в мире

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker