Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პირველად „Miss Germany“- ის ისტორიაში ჟიურის შემადგენლობაში მხოლოდ ქალები იქნებიან

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2020-01-29

პირველად 93 წლიანი „Miss Germany“- ის კონკურსის ისტორიაში ჟიურის შემადგენლობაში მხოლოდ ქალები იქნებიან. ამრიგად, ორგანიზატორები ცდილობენ ღონისძიება "უფრო თანამედროვე და პოლიტკორექტული" გახადონ.

 

კონკურსი  2020 წლის 15 თებერვალს გაიმართება და მისი სლოგანია "ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერება,  რომლებიც საკუთარი თავის ერთგულნი რჩებიან“.  მასში მონაწილეობას თექვსმეტი კონკურსანტი მიიღებს, რომელიც „Miss Germany“-ზე 16 ფედერაციულ მხარეს წარადგენს.

 

წელს, ჟიური გეგმავს ყურადღების გამახვილებას, არა იმდენად გარეგნობის შეფასებაზე (მაგალითად, წინა კონკურსზე გაუქმდა საცურაო კოსტუმების კონკურსი), არამედ კონკურსანტების "ინდივიდუალურობასა და ცხოვრების გზაზე". ჟიურის წევრები იქნებიან: მსოფლიოს ჩემპიონი კარატეში ანა ლევანდოვსკაია, ტელეწამყვანი ფრაუკე ლუდოვიგი და ყოფილი პოლიტიკოსი დაგმარ ვერლი.

 

იმისდა მიუხედავად, რომ მსგავსი ღონისძიებები უფრო ინკლუზიური ხდება (მაგალითად, Miss USA 2020-ზე ღია ბისექსუალი გოგონა მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 2016 წელს კონკურსის ფინალში ღია ლესბოსელი გავიდა), ისინი ინარჩუნებენ ბევრ სტერეოტიპულ მიდგომას.

 

„Miss Germany“- ის  ორგანიზატორები არ გვპირდებიან, რომ შემდეგ ჯერზე ჟიურის შემადგენლობაში კვლავ მხოლოდ ქალები იქნებიან. ასევე, გერმანიის კონკურსზე დაწესებულია ასაკობრივი ცენზი (მონაწილეების ასაკი 18-დან 39 წლამდე უნდა იყოს), ხოლო გარეგნობის შეფასება მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker