Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

როუზ მაკგოვანმა ნატალი პორტმანი ოსკარზე მისი სამოსის გამო თვალთმაქცობაში დაადანაშაულა. პორტმანის პასუხმაც არ დააყოვნა

კატეგორია: ქალი და კულტურა 
2020-02-13

აქტივისტმა და მსახიობმა როუზ მაკგოვანმა ნატალი პორტმანი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონიაზე  მის მოსასხამზე იმ რეჟისორი ქალების სახელები ჰქონდა ამოქარგული, რომელთა ფილმებიც გასულ წელს გამოვიდა, თუმცა აკადემიამ არ შეიმჩნია.

 

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, როუზ მაკგოვანმა დაწერა, რომ პორტმანის აქტივიზმი შეურაცხყოფს ყველა იმ ადამიანს, რომელიც მართლა იბრძვის და რომ ამას არა სიმწრით, არამედ ზიზღით ამბობს. მაკგოვანმა ურჩია პორტმანს და სხვა მსახიობ ქალებს "უბრალოდ თავის გზაზე იარონ".

 

„ნატალი, შენი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში სულ ორ ქალ რეჟისორთან ითანამშრომლე და მათგან ერთ-ერთი შენ იყავი. შენ მწარმოებელი კომპანია გაქვს, რომელმაც სულ ერთი ქალი რეჟისორი დაიქირავა და ეს შენ იყავი. რა გჭირთ ამ მაღალი დონის მსახიობებს? თქვენ, ელიტას, შეგიძლიათ მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალოთ თუ იბრძოლებთ იმის მაგივრად, რომ პრობლემად იქცეთ.დიახ, შენ ნატალი, შენ პრობლემა ხარ. არაგულწრფელი ბრძოლა არის პრობლემა. ქალების ყალბი მხარდაჭერა არის პრობლემა.

 

 

მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მორჩი ფიქრს, თითქოს შენ სხვა ადამიანებისთვის იბრძვი, რადგან ამას მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთებ. მე რაც შემეხება, აქ ვიქნები, ხმას ავიმაღლებ და ცვლილებებისთვის ვიბრძოლებ ყველანაირი კომპენსაციის გარეშე. ნამდვილი აქტივიზმი ასეთია. ხოლო სანამ შენ და შენნაირი მსახიობი ქალები გულწრფელები არ გახდებით, გთხოვთ შეინახოთ ყალბი აქტივიზმით ნაქარგი ტანსაცმელი, ის არ გიხდებათ."-  წერს მაკგოვანი.

 

 

 

 

 

ნატალი პორტმანმა უპასუხა ამ ბრალდებებს და განაცხადა: ”ვეთანხმები მაკგოვანს, რომ არასწორია მე „გაბედული“ მიწოდოთ მხოლოდ იმის გამო, რომ ქალის სახელებით გამოქარგულ მოსასხამს ვატარებ. ტერმინს "გაბედული" მე უფრო მეტად ვუკავშირებ იმ ქალების ქმედებებს, რომლებმაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. მთელი ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მე მხოლოდ რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა მემუშავა ქალ რეჟისორებთან. რამდენჯერმე დავეხმარე მათ, რომ სხვადასხვა პროექტებში ჩართულიყვნენ.  თუმცა შემდეგ იმ პირობების გამო, რაც მათ მუშაობის დროს შეექმნათ, ქალები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ პროექტები. მინდა ვთქვა, რომ ვცდილობდი და გავაგრძელებ მათ დახმარებას. მართალია, ამაში წარმატებისთვის არ მიმიღწევია, თუმცა იმედია ახალი დღეც დადგება".

 

 

 

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ოსკარის დაჯილდოვებაზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში მხოლოდ მამაკაცი რეჟისორები იყვნენ წარდგენილნი.


ამის გამო ამერიკულ აკადემიას ბევრი აკრიტიკებდა. განცხადებებში ნათქვამი იყო, რომ აკადემია მხოლოდ რეჟისორი კაცების ნამუშევრებს აფასებს და მაგალითად 6 ნომინაციის მქონე ფილმის, Little Women-ის რეჟისორი, გრეტა გერვიგი წელს არ წარადგინეს მათ გვერდით.
 


 

გრეტა გერვიგი 2018 წელს ოსკარებზე ფილმით Lady Bird საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში მოხვდა და ამით მეხუთე ქალი გახდა, ვინც 92-წლიანი დაჯილდოების ისტორიაში ამ კატეგორიაში წარადგინეს.

 

 

მას შემდეგ კვლავ არცერთი რეჟისორი ქალი მომხვდარა ფინალისტებს შორის, რის გამოც ხშირად მიიჩნევენ, რომ ოსკარებზე ხელოვან ქალებს სათანადოდ არ აფასებენ.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker