კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2020-02-21
საპილოტე პროექტის ფარგლებში ფინეთის სამხედრო სამსახურში გაწვეული ახალგაზრდა ქალები და კაცები ერთ ყაზარმაში განთავსდებიან, თუმცა წვევამდელები ცალკე ტუალეტებით და საშხაპეებით სარგებლობას შეძლებენ.
ამ პროექტის 2020 და 2021 წლებში ჩატარების ბრძანება ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოიცა. სამინისრტოს წარმომადგენლები თვლიან, რომ ამგვარი მიდგომა შეამცირებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციას შეიარაღებულ ძალებში.
პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება. მონაწილეები ნებისმიერ დროს შეძლებენ უარი თქვან მასში მონაწილეობაზე და იმ ყაზარმაში დაბრუნდნენ, სადაც მხოლოდ მათი სქესის ადამიანები იქნებიან.
ამჟამად ერთსა და იმავე ყაზარმებში ქალებისა და მამაკაცების განთავსება შესაძლებელია მხოლოდ სამხედრო წვრთნებისა ან ოპერაციების დროს.
ყოველწლიურად ქვეყანაში დაახლოებით 20 ათასი ახალგაზრდა როგორც კაცი, ასევე ქალი გაწვევის ასაკს აღწევს. ქალები ჯარში ნებაყოფლობით მიდიან და მათ ჯარისს ყველა შენაერთში აქვთ მსახურობის უფლება. გასულ წელს 1,2 ათასზე მეტმა გოგონამ გამოთქვა სამხედრო სამსახურში მსახურობის სურვილი.
|