Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

იურიდიულ კომიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონში ცვლილებებზე იმსჯელებენ

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2020-03-02

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელებენ.

 

 

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებების შედეგად, გაიწერება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების საფუძვლები და წესი. ამასთანავე, შემუშავდება შემაკავებელი ორდერის აღსრულების ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ჩადენილი ძალადობის პრევენციას, სავარაუდო მსხვერპლის დაცვასა და ძალადობაზე სახელმწიფოს მყისიერ რეაგირებას.

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცვლილებები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მაქსიმალური დაცვისკენ არის მიმართული.

 

 

„2012 წლიდან მოყოლებული „ქართული ოცნების“ გუნდი ვატარებთ მკაცრ პოლიტიკას ოჯახში ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, იმ მოძალადე პირებთან მიმართებით, რომლებიც ჩადიან ოჯახში დანაშაულს. ძალადობენ და ჩადიან ისეთ დანაშაულებს, რომელიც ასევე მძიმე შედეგებით სრულდება. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ გეგმაზომიერად მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, რათა ოჯახში ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლები, დაზარალებულები მაქსიმალურად დავიცვათ და უზრუნველვყოთ მათი უფლებების სრული და განუხრელი დაცვა. ამ მიზანს ემსახურება ასევე ის ცვლილებები, რომელიც შემოთავაზებულია მთავრობის მიერ. მას შემდეგ, რაც პირის მიმართ ადმინისტრაციული წესით გამოწერილი იქნება შემაკავებელი ორდერი, მოხდება საკითხის განხილვა მოსამართლის წინაშე და მოსამართლე იმსჯელებს, არსებობს თუ არა რისკი და საფრთხე, რომ შესაძლებელია, კონკრეტულმა პირმა განახორციელოს რაიმე ტიპის დანაშაულებრივი ქმედება. თუ არსებობს რაიმე ტიპის რისკი, სწორედ ელექტრონული მეთვალყურეობის მეშვეობით მოხდება ასეთი პირის მონიტორინგი, რომ ასეთი პირი არ მიუახლოვდეს პოტენციურ მსხვერპლს და თუკი ამ ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით კონკრეტული ინფორმაცია გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს, რომ კონკრეტული პირი უახლოვდება პოტენციურ მსხვერპლს, მაშინ, მოხდება მყისიერი და დროული რეაგირება, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, პოტენციური მსხვერპლები იყვნენ შესაძლო ძალადობრივი თუ სხვა ტიპის დანაშაულებრივი ქმედებისგან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker