Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი არის მათი დაბალი წარმომადგენლობა სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის პოლიტიკაში

Категория: Гендер на Кавказе 
2020-03-04

თბილისში გაერო-ს გენდერის თემატური ჯგუფის ორგანიზებით, პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა.
 

შეხვედრას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი პოლიტიკოსები და საერთაშორისო განვითარების პარტნიორები დაესწრნენ.
 

გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, საბინე მახლი მიიჩნევს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი არის მათი დაბალი წარმომადგენლობა სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის პოლიტიკაში.
 

„ქალთა მიმართ ძალადობა ასევე დაკავშირებულია მათ მცირე წარმომადგენლობაში. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ქალები ძალადობას განიცდიან, არის ის, რომ არ ხდება მათი სრულყოფილი გაძლიერება და არ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები. ეს არის საკითხი, რომელზეც ვისურვებდით დადებითი პრაქტიკა შევამჩნიოთ და გავიგოთ საერთაშორისო პარტნიორებისგან რა ხდება ამ მიმართულებით. ეს საკითხი ბოლო დრომდე ყურადღების ცენტრში არ იყო, ამიტომ ჩვენი კონფერენცია ყურადღებას გაამახვილებს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაზე პოლიტიკაში და არჩევნებში. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ყველა პოლიტიკოსმა და პოლიტიკურმა პარტიამ ამ საკითხზე იმუშაოს“,-განუცხადა ჟურნალისტებს საბინე მახლიმ.

 

ღონისძიებაზე კონკრეტული სტატისტიკაც წარმოადგინეს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქალებმა საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მხოლოდ 16% მოიპოვეს, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით, ქალები საკრებულოების არჩეული წევრების მხოლოდ 13,5%-ს შეადგენენ, თვითმმართველი ქალაქების 5 მერიდან ყველა კაცია. თვითმმართველი თემის წევრებიდანაც 59 კაცია, ქალი კი მხოლოდ - 1.

 

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში 1992 წლიდან  ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით ზრდის ტენდენცია  შეინიშნება, როდესაც პარლამენტში ქალთა პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 6% იყო, 2016 წელს იგივე მაჩვენებელი 15%-მდე გაიზარდა.


"ეს ძალიან კარგია, თუმცა, ამ ტემპებით რომ გავაგრძელოთ კიდევ 95 წელი დაგვჭირდება თანაბარი წარმომადგენლობის მისაღწევად. ჩვენ კი ამდენი დრო არ გვაქვს, ვინაიდან ვართ იმ გლობალური ოჯახის ნაწილი, რომელსაც სურს, 2030 წლისთვის ჰქონდეს თანაბარი წარმომადგენლობა. შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია ტემპს ავუჩქაროთ და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისათვის, ვიმუშაოთ არჩევნებსა და პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებასა და პრევენციაზე,“ - განაცხადა აქიაშვილმა.


როგორც ლელა აქიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მეტი ქალის ჩართვა პოლიტიკაში შექმნის უფრო წარმომადგენლობით გარემოს და ასევე, თვისობრივად გაზრდის პოლიტიკის წარმოების ხარისხსაც. მისივე თქმით, როდესაც საქმე ეხება ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება.

 

ლელა აქიაშვილმა პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოსვლისას, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა ბოლო ორი თვის განმავლობაში ფემიციდის შემთხვევებზე. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გამკაცრდა კანონი ამ მიმართულებით. პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ, ამ ეტაპზე, ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისია მუშაობს სხვდასხვა უწყებებთან, რათა სიღრმისეულად გაანალიზდეს, თუ რა სერვისებისა და მიდგომების ნაკლებობაა ქვეყანაში ამ მნიშვნელოვანი პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით.

 

"ქალები არიან მოსახლეობის ნახევარი და უბრალოდ სამართლიანია, რომ ზუსტად ასევე იყვნენ წარმოდგენილი ქალები გადაწყვეტილების მიმღებად და არ იყვნენ მხოლოდ შემსრულებლები სხვების მიერ მიღებული გადაწყვეტილების. ქალებს აქვთ დიდი გამოცდილება და განსხვავებული პერსპექტივა," - აღნიშნა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Президентом Греции впервые избрана женщина

В Британии в парламент прошло рекордное количество женщин

Кабмин Финляндии возглавит самая молодая премьер-министр в мире

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker