Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

დისკრიმინაციის, რასიზმის და ქსენოფობიის ადგილი არ არის!

კატეგორია: მოვლენები 
2020-04-03

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო პირველი რეზოლუცია კორონავირუსის თაობაზე, რომელიც ქვეყნებს პანდემიასთან ბრძოლაში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

 

რეზოლუცია ხაზს უსვამს ვირუსთან ბრძოლის პირობებში ადამიანის უფლებების პატივისცემას. "დისკრიმინაციის, რასიზმის და ქსენოფობიის ადგილი არ არის." ნათქვამია დოკუმენტში.

 

რეზოლუცია წარადგინეს შვეიცარიამ, ინდონეზიამ, სინგაპურმა, ნორვეგიამ, ლიხტენშტეინმა და განამ. 193 წევრი ქვეყნიდან მას მხარი 188 ქვეყანამ დაუჭირა.

 

რუსეთმა რეზოლუციის საკუთარი ტექსტი წარმოადგინა, რომელსაც მხარს კიდევ ოთხი ქვეყანა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კუბა, ნიკარაგუა და ვენესუელა უჭერდა, თუმცა წარუმატებლად. რუსეთის ტექსტში მოთხოვნილი იყო სანქციების მოხსნა.

მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა, ხოლოდ დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker