Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ევროპაში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით სუბრეგიონალური კონსულტაციები გაიმართა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2020-04-03

2020 წლის 3 აპრილს, COVID-19- ის პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ონლაინ რეჟიმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის სუბრეგიონალური კონსულტაციები გაიმართა.

 

კონსულტაციებში მონაწილეობა 80-დე არასამთავრობო და ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენელმა, ახალგაზრდა და სამოქალაქო აქტივისტმა მიიღო. საქართველოდან, შეხვედრას ესწრებოდნენ ქალთა ორგანიზაციების ხელმძღვანელები: ქალთა საინფორმაციო ცენტრი, ელენა რუსეცკაია; საფარი, ბაია პატარაია და თანხმობა, იულია ხარაშვილი.

 

კონსულტაციების მიზანს წარმოადგენდა შექმნილი ვითარებისა და გენდერული პერსპექტივის გათვალისწინებით, პრობლემებზე რეაგირების გზების მონახვა და პრიორიტეტების განსაზღვრა. განსაკუთრებით ეს ეხებოდა პრობლემებს, რომელიც ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს (თვითდასაქმებული მუშაკები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, არალეგალური მიგრანტები, ლტოლვილები და ა.შ.) შეექმნათ.

 

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ვითარება და განიხილეს პრობლემები, რომელიც პანდემიის პირობებში განსაკუთრებით ქალებსა და გოგონებს შეეხო:

• გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევების ზრდა;

• თვითდასაქმებული ქალების, ქალი მეწარმეების, სახლში მომსახურე პერსონალის შემოსავლის დაკარგვა და ა.შ.

 

მსგავსი კონსულტაციები გაგრძელდება მომავალშიც, რაც შესაძლებლობას მისცემს მის მონაწილეებს გაცვალონ გამოცდილება, ცოდნა და იდეები, COVID-19- ის პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker