Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

ანტონიო გუტიერეში: ზოგიერთ ქვეყანაში იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც შველას ითხოვენ, გაორმაგდა

Категория: Гендерное насилие 
2020-04-06

გაეროს გენერალური მდივანის, ანტონიო გუტიერეშის თქმით, კორონავირუსის გამო იზოლაციასა და კარანტინში მოქცეული ბევრი ქალი შესაძლოა, რომ მოძალადე პარტნიორის ხაფანგში აღმოჩნდეს. გუტიერეშის თქმით, ბოლო პერიოდში მსოფლიოში ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა.

 

როგორც გაეროს გენერალური მდივანი ამბობს, მშვიდობა მხოლოდ ომის არარსებობას არ ნიშნავს, იზოლაციაში მყოფი ქალები ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან და ისინი საკუთარ სახლებში დაცული უნდა იყვნენ.

 

"ბოლო კვირებში გაზრდილი ეკონომიკური და სოციალური წნეხისა და შიშის ფონზე, მსოფლიოში ოჯახური ძალადობის ფაქტები გაიზარდა. ზოგიერთ ქვეყანაში იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც შველას ითხოვენ, გაორმაგდა. თუმცა, სამედიცინო სექტორი და პოლიცია გადატვირთულია და საკმარისი კადრები არ ჰყავთ. ადგილობრივი მხარდამჭერი ჯგუფები პარალიზებულები არიან, ან თანხები არ გააჩნიათ. ძალადობის მსხევრპლების ზოგიერთი თავშესაფარი დახურულია, ზოგი გადატვირთულია. მოვუწოდებ მთავრობებს, რომ მოახდინონ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია. რისთვისაც ონლაინსერვისებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ინვესტიციის გაზრდაა საჭირო", — აცხადებს გუტიერეში.

 

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ქალთა უფლებების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის და ამიტომ აუცილებელია, რომ პანდემიის პირობებშიც კი მოძალადეების სამართლებრივი დევნა გაგრძელდეს. გუტიერეშის თქმით, COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმაში, ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფრით უზრნუნველყოფა მთავრობებისთვის გადაუდებელი აუცილებლობა უნდა იყოს.

 

 

 


Источник 

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Президентом Греции впервые избрана женщина

В Британии в парламент прошло рекордное количество женщин

Кабмин Финляндии возглавит самая молодая премьер-министр в мире

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker