Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საგრანტო კონკურსი ფოტოგრაფებისათვის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან

კატეგორია: განცხადებები 
2009-02-16

ღია საზოგადოების ინტსიტუტის „დოკუმენტური ფოტოგრაფიის“ პროექტი (http://www.soros.org/initiatives/photography) და ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამა (http://www.soros.org/initiatives/arts) აცხადებს კონკურსს  დოკუმენტალისტი ფოტოგრაფებისათვის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან, ასევე ავღანეთიდან, მონღოლეთიდან და პაკისტანიდან. 
თითოეულ გამარჯვებულ ფოტოგრაფს გადაეცემა გრანტი 3500 აშშ დოლარის ოდენობით. გრანტის მიზანია ფოტონამუშევრების სერიის შექმნა, რომელიც მიეძღვნება თითოეულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალურ სამართლიანობის საკითხებს. ცალკეულ გრანტიორს მიეცემა შესაძლებლობა იმუშაოს  საერთაშორისოდ აღიარებული ფოტოგრაფის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც ჩაატარებს სემინარებს როგორც გრანტის დაწყებამდე და დასრულებისას, ასევე გრანტის მიმდინარეობის პერიოდშიც. 
„დოკუმენტური ფოტოგრაფიის“ პროექტის მიზანია ისეთი ნამუშევრების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური პრობლემების კრიტიკულად გააზრებას. პროექტის მთავარი ამოცანაა იმ ფოტო-დოკუმენტალისტების დახმარება, რომელთა საქმიანობაც პასუხობს შემდეგ კითხვებს:
1. როგორ შეიძლება ფოტოგრაფიამ ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვასა და სოციალური სამართლიანობის დამყარებას.
2. რა შეიძლება გააკეთონ ფოტოგრაფებმა პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად იმ ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობის მთავარი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა და სოციალური სამართლიანობა.
3. ქვეყნის კულტურიდან გამომდინარე, ფოტო-დოკუმენტალისტებმა გამოფენის მოწყობის გზით როგორ შეიძლება განავითარონ ახლებური გზები ღია საზოგადოების პრინციპების ხელშესაწყობად.
იხილეთ სრული ტექსტი (ინგლისურად ან რუსულად)
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20-03-2009(ნიუორკის დროით).

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker