Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პირველი იანვრიდან მშობიარობა ფასიანი გახდა

კატეგორია: პრესკლიპინგი 
2009-02-16

ჯანდაცვის სისტემაში მომხდარი ცვლილებები შეეხო სამშობიარო სახლებსაც.
2009 წლის პირველ იანვრამდე აღრიცხვაზე მყოფ ორსულებს სახელმწიფო აძლევდა უფასო მშობიარობის ბარათს, ეს იმას ნიშნავდა, რომ უხდიდა ორას ლარს. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეებსა და პედაგოგებს, რომლებიც დაზღვეულნი არიან სხვადასხვა სადაზღვეო კომპანიებში სრულად უფინანსდებოდათ მომსახურება. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი ნებისმიერმა მშობიარემ თვითონ უნდა გადაიხადოს ფიზიოლოგიური მშობიარიბისას 350, ხოლო საკეისრო კვეთის შემთხვევაში 800 ლარი. (ეს არ ეხებათ პედაგოგებს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ სამედიცინო მომსახურების პოლისს) სხვადასხვა სახის ოპერაციები, მაგალითად როგორიცაა საკვერცხის კისტა ან კეთილთვისებიანი სიმსივნე ღირს 950 ლარი (გადახდილ თანხაში შედის როგორც მედ პერსონალთა მომსახურება, ასევე მედიკამენტები). სახელმწიფოს მიერ ფინანსდება ოთხი ვიზიტი ცხრა თვის განმავლობაში ქალთა კონსულტაციაში.
აღნიშნულ ცვლილებებზე ოზურგეთის სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი დავით მდინარაძე გვესაუბრა: ,,ჩვენი რაიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი გადახდის უუნაროა და რადგან მშობიარობა უფრო დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული ვიდრე აქამდე იყო, შეიძლება შობადობამ იკლოს. დასახელებული თანხები მოქალაქეებისათვის ცოტა ნამდვილად არ არის, ამის გამო ალბათ გვექნება ბინაზე მშობიარობის ფაქტები, რამაც შეიძლება ცუდ შედეგამდე მიგვიყვანოს,საფრთხე შეექმნება ახლშობილის და დედის ჯანმრთელობას რადგან ჩვენ ვეღარ შევძლებთ კონტროლს".
იმედია ჯანდაცვის სისტემაში მომხდარი ცვლილებები ცუდად არ აისახება ისეთ უმნიშვნელოვანეს დაწესებულებებზე როგორიცაა სამშობიარო სახლები და შობადობა კი არ შემცირდება გაიზრდება კიდეც.

source

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker