Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გაერო დევნილებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2009-02-19

 

გაერო საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატმა (UNHCR), გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) და გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ (WFP) დღეს დაიწყო ფულადი დახმარების ერთობლივი პროგრამა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის. ამის შესახებ ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოში მსოფლიო სამრეწველო პროგრამის წარმომადგენლობაში განუცხადეს.

პროექტი ხორციელდება ევროკომისიის ჰუმანიტარული ოფისის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და სხვა დონორი მთავრობების მხარდაჭერითა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და საქართველოს სამოქალაქო რეესტრის ხელშეწყობით.

WFP-ს ფულადი დახმარების განაწილების სისტემის საშუალებით მოკლევადიანი ფინანსური დახმარების პროგრამა განხორციელდება იმ პირებისათვის, რომლებიც ომამდე ცხოვრობდნენ ცხინვალში, ახალგორისა და ჯავის რაიონებში; ქურთას, თიყვის, ერედვისა და აჟარის თემის სოფლებში და დღეისათვის დარეგისტრირებულნი არიან საქართველოს სამოქალაქო რეესტრში.

პროგრამა განხორციელდება სამი თვის განმავლობაში – 2009 წლის თებერვალ-აპრილში და ბენეფიციარები მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებას, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის  - ერთჯერადი დახმარება 100 ლარის ოდენობით ზამთრის ტანსაცმლის შესაძენად. ამ დახმარებას გაანაწილებს UNHCR 6 წლამდე ასაკის ბავშბვებისათვის და UNHCR 16 წელზე უფროსი ასაკის პირებისათვის; ყოველთვიური დახმარება 100 ლარის ოდენობით ბავშვთა დამატებითი საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად განაწილებული იქნება UNHCR-ის მიერ 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის; ყოველთვიური დახმარება 25 ლარის ოდენობით დამატებითი სურსათის შესაძენად (ხილი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი, ა.შ.) უზრუნველყოფილი იქნება WFP-ს მიერ 2 წლის ასაკის ზემოთ მოსახლეობისათვის.

პროგრამა განხორციელებული იქნება იმ სასურსთო დახმარებაზე დამატებით, რომელსაც რეგულარულად ახორციელებს WFP.

ფულადი დახმარების გაცემა მოხდება საქართველოს სახალხო ბანკში გახსნილი საოჯახო/საბარათე ანგარიშების საშუალებით; საქართველოს სახალხო ბანკი გახსნის ანგარიშს თითოეული ბენეფიციარი ოჯახისათვის; პლასტიკური ბარათი დამზადდება ოჯახის სრულწლოვანი ქალბატონის სახელზე.

პროგრამის ფარგლებში 30,000-მდე ადამიანი მიიღებს ფულად დახმარებას. ამ პროგრამისათვის დონორი მთავრობების დახმარებით WFP-მ გამოყო 2,864,952 ლარი, UNHCR-მა – 766,490 ლარი, ხოლო UNHCR-მა 2,983,032 ლარი.

პროგრამისათვის მზადება გასული წლის დეკემბერში დაიწყო. მემორანდუმები გაფორმდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინიტროსა და საქართველოს სამოქალაქო რეესტრთან. ადგილნაცვალ პირთა საჯარო რეესტრში არსებული სიები დამუშავდა და დაჯგუფდა სხვადასხვა ტიპის დახმარების შესაბამისად. ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს სახალხო ბანკთან.

WFP-მ ჩაატარა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომელთა ტრენინგი. სამინისტროში არსებული სპეციალური ცხელი ხაზის მეშვეობით მოხდება პროგრამის განხორციელებისას წარმოქმნილი ნებისმიერი საკითხის გარკვევა. დაიბეჭდა პლაკატები და ბენეფიციართა ცნობარები, რათა უზრუნველყოფილიყო ბენეფიციართა მაქსიმალური ინფორმირება და პროგრამის სრული გამჭვირვალობა.

გაეროს სამი სააგენტო მოხარულია ფულადი დახმარების ერთობლივი პროექტის დაწყებით და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და საქართველოს სამოქალაქო რეესტრთან ერთად გეგმავს პროგრამის საფუძვლიან მონიტორინგს მისი განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში.

 

source

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker