Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალი, რომელმაც კოლონიაში ლურსმნებით ხელ_ფეხი დაიჭედა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2009-02-19

უკვე ერთი კვირაა, ქალთა კოლონიაში 41 წლის პატიმარი კვლავ ლურსმნებითაა ხელ_ფეხ დაჭედებული. ციცო საბაშვილი, რომელსაც 17 წელი აქვს მისჯილი, სასჯელს უკვე მეექვსე წელია იხდის. პროტესტის ამ სასტიკ ფორმას კი, პატიმარმა პროკურატურის გულგრილობის გამო მიმართა - 20 ნოემბრიდან მოყოლებული, პროკურატურა მის საქმეს უტრიალებს, მაგრამ პასუხს დღემდე არ აძლევენ. არადა, სწორედ პროკურატურის პასუხზეა დამოკიდებული, პატიმარი ციხეში უნდა დარჩეს თუ უდანაშაულოა და უნდა განთავისუფლდეს...

ლურსმნებით დაჭედებული ქალი უამრავმა ადამიანის უფლებათა დამცველმა, მათ შორის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებმა - დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ეკა ხერხეულიძემ მოინახულეს. მას სახალხო დამცველის აპარატიდანაც მეთვალყურეობენ, მაგრამ პროკურატურიდან პასუხი მაინც არ ჩანს. ამ პატიმრის ტაობაზე საქმის კურსშია სტრასბურგის სასამართლოც.

თვითმხილველების თქმით, პატიმარი ამჟამად ნახევრად წოლით მდგომარეობაშია - ორივე ფეხი ფიცრებზე ლურსმნით აქვს დაჭედებული. რაც შეეხება ხელებს, ლურსმნებით შუა თითები დაუჭედებია. სხვათაშორის, ციცო საბაშვილის მხრიდან ასეთი პროტესტი პირველი არ არის, თავი ადრეც დაიჭედა, მაგრამ მისი მდგომარეობა ახლა გართულებულია - ფეხი შეშუპებული აქვს.

 

წყარო: სრული ვერსია იხილეთ გაზეთი ”ვერსია”, #20(228), 18-19/02/2009


 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker