Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სამმხრივი რეგიონალური კონფერენცია თბილისში

კატეგორია: ტრეფიკინგი 
2009-02-25

სამმხრივი რეგიონალური კონფერენცია თბილისში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ყველა ფორმასთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიასა და შესაბამის დანიშნულების ქვეყნებში

2009 წლის თებერვალში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობასთან ერთად უმასპინძლა რეგიონალურ კონფერენციას თბილისში, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში.

კონფერენცია წარმოადგენს პროექტის რეგიონალურ კომპონენტს და შეიტანს წვლილს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი სტრატეგიის განვითარებაში და ადგილობრივი პარტნიორების გაძლიერებაში, რათა მათ განახორციელონ პრევენციული და რეპრესიული ქმედებანი ადამიანებით ვაჭრობისა და იძულებითი შრომის წინააღმდეგ.

კონფერენცია ორგანიზებულია ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო პარტნიორების კოალიციის ფარგლებში, რომელშიც შედიან შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია/დემოკრატიუკლი ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი და გაეროს განვითარების პროგრამა.

სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა არ უნდა განიხილებოდეს უფრო დიდი რეგიონალური სურათისგან იზოლირებულად. მიგრაციული ნაკადები, დემოგრაფიული და ეკონომიკური ზეწოლა, შრომის ბაზრის რეფორმები გავლენას ახდენენ მიგრაციასთან დაკავშირებულ ფაქტორებზე და შესაბამისად ადამინებით ვაჭრობისა და იძულებით შრომასთა დაკავშირებულ რისკებზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანა, მიუხედავა იმისა, რომ სამივე წარმოადგენს წყარო ქვეყნებს, საკუთარი ძალებით შეეცადონ ებრძოლონ ადამინებით ვაჭრობასა და იძულებით შრომას  უფრო დიდ რეგიონალურ კონტექსტში.

რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ წარმომადგენლები დანიშნულების ქვეყნებიდან, კერძოდ კი უკრაინიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, გაერთიანებულ არაბეთის საემიროებიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან და ლატვიიდან. მონაწილე ქვეყნები წარმოდგენილნი იყვნენ სამთავრობო სტრუქტურების მიერ, აგრეთვე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სოციალური პარტნიორების – პროფკავშირების და დამსაქმებლების მიერ. გარდა ამისა, მოწვეულნი იყვნენ ექსპერტები კონფერენციის თემატური საკითხების შესაბამისად, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ სტრუქტურულ დისკუსიაში და თავიანთი წვლილი შეიტანეს რეკომენდაციების ფორმირებაში.

კონფერენციის დროს, პლენარული სესიისა და სამუშაო ჯგუფების მსვლელობისას განიხილებოდა ოთხი თემატური საკითხი:

ა) პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების ქსელების შექმნისა და შემდგომი გაძლიერების ხელშეწყობა ადამიანებით ვაჭრობისა და იძულებითი შრომის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სამხრეთ კავკასიაში და დანიშნულების ქვეყნებში;

ბ)  სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და დანიშნულების ქვეყნებს შორის სამართალდამცავ სტრუქტურების უკეთესი თანამშრომლობის ხელშეწყობა, ადამიანებით ვაჭრობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად;

გ)  უფლებების დაცვა – პრევენცია – მსხვერპლთა დახმარება – საუკეთესო პრაქტიკა, ინოვაციური მიდგომა;

დ)  სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და დანიშნულების ქვეყნებს შორის ადამიანებით ვაჭრობისა და იძულებით შრომის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმების და სხვა ინსტიტუციური მექანიზმებისა და ეროვნული სტრატეგიების შესაბამისობის საკითხი, რეგიონალური პლატფორმებისა და ფორუმების შესაბამისობის შემოწმება.

წყარო ქვეყნებიდან (სამხრეთ კავკასია) და დანიშნულების ქვეყნებიდან მთელი რიგი წარმომადგენლების – სამთავრობო და სამართალდამცავი სტრუქტურების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფკავშირთა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების – მოწვევით, კონფერენციამ წვლილი შეიტანა ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავებაში და მხარი დაუჭირა მონაწილეთა შორის უკეთეს თამაშრომლობას.

კონფერენციის ოთხივე თემატურ საკითხზე შემუშავდა პრაქტიკული და სპეციფიკური რეკომენდაციები, შეფასდა ინოვაციური მიდგომები მათი გამეორების მიზნით. კონფერენციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მოიცავს პრაქტიკული და კონკრეტული ზომების განხორციელბას.


წყარო: პორტალი ginsc

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker