Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მრგვალი მაგიდა მიგრაციის სამართლებრივ ასპექტებზე

კატეგორია: ტრეფიკინგი 
2009-03-04

თბილისში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა ინფორმაციის გაზიარებას უკრაინის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში შრომითი მიგრაციის შესახებ.
შეხვედრაში მონაწილეობდა ,,ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება“ (საქართველო), ,,ქალთა კვლევებისა და რესურსების ესტონური  ცენტრი“, ,,აზერბაიჯანის ახალგაზრდა იურისტთა კავშირი, ,,იმედი და დახმარება“ (სომხეთი).

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს არარეგალური მიგრაციის პრობლემის კომპლექსურობაზე, რომელიც მოიცავს სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ასპექტებს და უკავშირდება ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევას, მათ შორის ისეთ კრიმინალურ ასპექტებს, როგორიცაა ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), იძულებითი შრომა, ექსპლუატაცია, ადამიანებით კონტრაბანდული ვაჭრობა.
გაიხსენეს საქართველოს ახლო წარსულში მომხდარი სამწუხარო მაგალითები, კერძოდ, შემთხვევა, როდესაც 2006 წელს საქართველოდან მიგრანტები გამოყენებულ იქნენ როგორც ქვეყანაზე ზემოქმედების იარაღი და მოხდა მათი დეპორტაცია ადამიანის უფლებების  უხეში დარღვევით.

მსჯელობა შეეხო საერთაშორისო საკანონმდებლო მექანიზმებს, რომლის შემწეობითაც დაუშვებელი იქნება  მიგრანტების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება მათი წარმოშობის ქვეყანაზე ზეწოლის მიზნით.

აღინიშნა, რომ მიგრანტებისა და მათი ოჯახების უფლებების დაცვის შესახებ კონვენციის ხელმოწერა და რატიფიცირება ხელს შეუწყობს ამ პრობლემის ცივილიზებულ მაგვარებას. საქართველოს მთავრობა საჭიროა ატარებდეს გააზრებულ ღონისძიებებს, რათა მოხდეს საზღვარგარეთ მცხოვრები მოსახლეობის აქტიური ნაწილის ქვეყანაში დაბრუნება და მათთვის შესაძლებლობის მიცემა, სამშობლოში მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება.

შეხვედრა გაიმართა  ევროპის საბჭოს, ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველო“–სა და  ,,ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ პროგრამის  ,,აღმოსავლეთ–დასავლეთი: თანამშრომლობა საზღვრების გარეშე“, მხარდაჭერით.

წყარო: პორტალი ginsc

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker