Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კონკურსი ტრეფიკინგის/მიგრაციის თემაზე საუკეთესო სტატიის ან სატელევიზიო/რადიო სიუჟეტის გამოსავლენად

კატეგორია: განცხადებები 
2009-03-23

ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, ვორლდ ვიჟენ საქართველოსთან თარამშრომლიბით, აცხადებს კონკურსს მიგრაციისა და ტრეფიკინგის შესახებ საუკეთესო სტატიის ან სატელევიზიო/რადიო სიუჟეტის გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს, რომელთაც 2008 წლის 1 სექტემბრიდან 2009 წლის 1 მარტამდე ქართულენოვან გაზეთში/ჟურნალში  გამოქვეყნებული აქვთ სტატია ტრეფიკინგის/მიგრაცისს თემაზე და ასევე იმ ჟურნალისტებს, რომელთაც ამავე პერიოდში მომზადებული აქვთ სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი ამ თემაზე. ასევე, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც სპეციალურად კონკურსისათვის მოამზადებენ აღნიშვნულ თემაზე სტატიებს/სიუჟეტებს. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა არაუგვიანეს 10  აპრილის 18:00 საათისა:

ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ოფისში (მისამართი:
ზ. ფალიაშვილის ქ # 35/10 ტელ. 51330,51517. საკონტაქტო პირი: სოფია გოდუაძე) უნდა წარმოადგინონ სტატიის ორი ასლი და იმ გაზეთის/ჟურნალის ერთი ასლი, რომელშიც სტატია გამოქვეყნდა; სატელევიზიო სიუჟეტების ავტორებმა უნდა წარმოადგინონ სიუჟეტის ჩანაწერი D DVD D დისკზე ან VHS კასეტაზე. რადიო სიუჟეტის ავტორებმა, შესაბამისად წარადგინონ დისკზე ან კასეტაზე ჩანაწერი სიუჟეტი.

საუკეთესო სტატიის/სიუჟეტის შერჩევა მოხდება იმის მიხედვით, თუ რამდენად (ა) დაბალანსებული, (ბ) კარგად სტრუქტურირებული, (გ) სტილისტურად დახვეწილი, (დ) ინფორმატიული და (ე) აქტუალურია.

საუკეთესო სტატია ან სატელევიზიო სიუჟეტი გამოვლინდება 17 აპრილს. მის ავტორს გადაეცემა სერტიფიკატი და სიმბოლური ჯილდო, საჩუქრის სახით. სერტიფიკატი გადაეცემა იმ გაზეთს/ჟურნალს/სატელევიზიო/რადიო არხსაც, რომელშიც გამარჯვებული სტატია/სიუჟეტი გამოქვეყნდა/გადაიცა.

კონკურსი ტარდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს -ს მიერ დაფინანსებული პროექტის - "უკეთესი მომავალი ქართველი ახალგაზრდებისათვის" - ფარგლებში.
 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker