Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კონკურსი საუკეთესო სტატიისათვის იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ

კატეგორია: განცხადებები 
2009-03-25

“ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი” (IWPR) და Transparency International Georgia იწვევს ბეჭდურ გამოცემებში მომუშავე ჟურნალისტებს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საუკეთესო სტატიისათვის პრემიის მოსაპოვებელ კონკურსში.

ეს ღონისძიება ტარდება პროექტის “ერთიანი კავკასიური ჟურნალისტური ქსელის” ფარგლებში, რომელსაც “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი”, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში ევროპული ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ახორციელებს. 

კონკურსის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, თუ რა მდგომარეობაში არიან 90-იანი წლების კონფლიქტებისა და გასული წლის აგვისტოს ომის შედეგად ლტოლვილად ქცეული მოქალაქეები საქართველოში. სოფელ წეროვანში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან აღებულ ინტერვიუებზე დამყარებული სტატიები მხედველობაში არ მიიღება, რადგან ბოლო პერიოდში აღნიშნული თემა ადგილობრივ მასმედიაში საკმაოდ ფართოდ გაშუქდა.

კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა ქართულ ენაზე დაწერილი სტატიები უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს ამ წლის 6 აპრილის 11:00 საათისა.  

სტატიების მიტანა შესაძლებელია IWPR-ის ოფისში, მისამართზე: ძმები ზუბალაშვილების ქ. 7ბ, თბილისი, 0110, საქართველო (პარლამენტის შენობის გვერდზე) სამ ბეჭდურ ეგზემპლარად, ან გაგზავნა ელექტრონულ მისამართზე: competition@iwpr.ge.

საკონკურსო მასალების შეფასებისას მოხდება შემდეგი ასპექტების გათვალისწინება:

1.რამდენად აქტუალურია თემა;

2.წარმოდგენილია თუ არა საწინააღმდეგო მოსაზრებები მიუკერძოებლობის თანაბარ დონეზე;

3.დაცულია თუ არა სტრუქტურა, რომლის დროსას სტატიის დასაწყისში მოცემული საკვანძო ინფორმაციის გახსნა თანდათანობით უნდა მოხდეს;

4.სახელდება თუ არა წყაროები და მოყვანილია თუ არა ციტატები (თუ მოყვანილი არ არის, ახსნილია თუ არა, რატომ);

5.სტატიის ენა.

გამარჯვებული მიიღებს სერთიფიკატსა და ფულად ჯილდოს 300 ევროს ოდენობით.

მეორე ადგილის მფლობელი მიიღებს ფულად ჯილდოს 150 ევროს ოდენობით.

ასევე ფულადი პრიზი, 200 ევროს ოდენობით, დაწესებულია საქართველოში ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ საუკეთესო ფოტორეპორტაჟისთვის.

დაჯილდოება ჩატარდება 2009 წლის 8 აპრილს “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” ოფისში.

მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქ. 7ბ, თბილისი, 0110, საქართველო.

ცერემონიის დასაწყისი: 16:00.

 

წყარო: პორტალი GINSC

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker