Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კონკურსი კავკასიის რეგიონში ბუნების დაცვის თემაზე საუკეთესო ჟურნალისტური მასალებითვის

კატეგორია: განცხადებები 
2009-04-01

კონკურსი, რომელიც გამოავლენს კავკასიის რეგიონში ბუნების დაცვის თემაზე მომზადებულ საუკეთესო ჟურნალისტურ მასალებს  

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ჟურნალისტებს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, საქართველოსა და სომხეთიდან, იმ მასალებით, რომელიც გამოქვეყნდა ან ეთერში გავიდა 2008 წლის 1 ივნისიდან 2009 წლის 31 მაისამდე.

პირველი ადგილისთვის: 1000 აშშ დოლარი, ჯილდო და სიგელი;
მეორე ადგილისთვის: 500 აშშ დოლარი, ჯილდო და სიგელი;
მესამე ადგილისთვის: 200 აშშ დოლარი, ჯილდო და სიგელი;

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი ტიპის მედიის _ ბეჭდური, რადიოსა და ტელევიზიის _ წარმომადგენლებს.

მასალები წარმოდგენილი უნდა იყოს რუსულ ან ინგლისურ ენაზე.

ნაბეჭდი სტატიების შემთხვევაში – ორიგინალს უნდა ახლდეს თარგმანი რუსულად ან ინგლისურად; სტატიები შეიძლება გამოიგზავნოს ელექტრონული ვერსიის სახით;
რადიო და სატელევიზიო გადაცემები კომპაქტ დისკებით უნდა გამოიგზავნოს და თან ახლდეს სცენარები რუსულ ან ინგლისურ ენაზე; თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარადგინოს არაუმეტეს 2 მასალისა;

ჟიური დაკომპლექტებულია კონკურსანტთა ქვეყნებში მოღვაწე ჟურნალისტებისაგან;

კავკასიის რეგიონში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულთა გამოცხადება, ისევე როგორც საუკეთესო მასალების გამოქვეყნება -  მოხდება ინტერნეტში, Biodiversity Reporting Awards [ბიოლოგიური მრავალგვარობის გაშუქების ჯილდოები] ვებ-საითზე, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებიდან გამარჯვებულებთან ერთად.

მასალების ჩაბარების ბოლო ვადაა 2009 წ. 9 ივნისი.

მასალების მიწოდება შეიძლება ელექტრონული ფოსტით ((tiniko@gfsis.org), ან ჩვეულებრივი ფოსტით: ჩიტაძის 3/ა, GFSIS, თბილისი, საქართველო.

შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით თინიკო დვალიშვილს, კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი, + 995 (99) 58 55 71;

კონკურსი და ტრეინინგები ჟურნალისტებისთვის ამ თემაზე ტარდება ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის მიერ - ICFJ (ვაშინგტონი, ფედერალური ოლქი კოლუმბია, აშშ), ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, რომელთაც უძღვება კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრი - CCFJ. ეს საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს ბიოლოგიური მრავალგვარობის შენარჩუნებისა და დაცვის უკეთეს გაშუქებას შეუწყოს ხელი, ფინანსდება ეკოსისტემების შენარჩუნებისათვის თანამშრომლობის ფონდის მიერ [Critical Ecosystem Partnership Fund (CEPF)], რომელიც წარმოადგენს გლობალური ეკოლოგიური ფონდის [Global Environment facility], იაპონიის მთავრობის, ჯონ დ. და ქეთრინ თ. მაკარტურებისა [MacArthur Foundation] და ორგანიზაციის  Conservation International  ერთობლივ წამოწყებას.

ბუნება არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს. ეკოსისტემების შენარჩუნებისათვის თანამშრომლობის ფონდი მოღვაწეობს კავკასიის ხუთ ქვეყანაში – ევროპის მცენარეთა და ცხოველთა ყველაზე დიდი მრავალგვარობის მქონე რეგიონში – და მიზნად ისახავს დაიცვას სახეობები და მათი საარსებო გარემო, ხელი შეუწყოს მათ მყარ განვითარებას.
 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker