Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საბავშვო ნახატების გამოფენა გენდერული თანასწორობის თემაზე

კატეგორია: განცხადებები 
2009-04-03

ევროკომისია ისევ აცხადებს ბავშვთა ნახატების კონკურსს გენდერული თანასწორობის თემაზე. გამარჯვებული მიიღებს 1000 ევროს.

საბავშვო ნახატების წინა კონკურსის წარმატების გათვალისწინებისა და მოსწავლეთა ამ ღონისძიების მიმართ დიდი დაინტერესების გამო, ევროკომისიამ გადაწყვიტა ამ წელსაც ჩაეტარებინა კონკურსი. ბავშვების მონაწილეობა იქნება დადასტურება შემოქმედებითი ნიჭის, ენთუზიაზმისა და  ბავშვების მიერ ,,გენდერის“ გაცნობიერების. კონკურსი მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 8 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით,  ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს Cxid.info ატყობინებს ,,ლუგანსკრესინფორმი“.

ნახატების კონკურსში მონაწილეობენ 8–დან10 წლამდე ასაკის ბავშვები. ნახატი შესრულებული უნდა იყოს A4 ფორმატის ფურცელზე და უნდა ასახავდეს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას. ნახატის სათაური, თუკი მას კონკურსანტი  დაასათაურებს, არ უნდა აღემატებოდეს 5 ფრაზას და განთავსებული უნდა იყოს ფურცლის იმავე მხარეს, რომელზედაც ნახატია. ხოლო ნახატის უკანა მხარეს აუცილებელია მიეთითოს: სახელი, გვარი; ასაკი, საკონტაქტო ტელეფონი და სახლის მისამართი; კლასი, სკოლის მისამართი და ტელეფონი. ნახატები, რომელთაც არ ექნებათ ავტორის შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია, არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა თავიანთ ნამუშევრები უნდა გაგზავნონ 2009 წლის 15 მაისამდე უკრაინის ევროკომისიის წარმომადგენლობაში მისამართზე:  კრუგლოუნივერსიტეტის ქ№10, ქ.კიევი, 01024, უკრაინა, ,,საბავშვო ნახატების კონკურსი“.

10 საუკეთესო ნახატის ავტორი დაჯილოდოვდება უკრაინის ევროკომისიის წარმომადგენლობის პრიზებით. ორი საუკეთესო ნახატი თითოეული მონაწილე რეგიონიდან, შეირჩევა ბავშვების მიერ ევროკავშირიდან. გამარჯვებულები თითოეული რეგიონიდან მიიღებენ ფასიან პრიზებს. კონკურსის გამარჯვებული მიიღებს პრემიას 1000 ევროს ოდენობით.

გახსენებთ, რომ ორი უკანასკნელი წლის განმავლობაში უკრაინის ევროკომისიის წარმომადგენლობის მიერ ჩატარებულ იქნა საბავშვო კონკურსი გენდერული თანასწორობის თემაზე 8–დან 10 წლის ასაკამდე მოსწავლეებს შორის. კონკურსის რეგიონალურ ტურში, რომელიც გაიმართა უკრაინაში, მონაწილეობა მიიღო ათასხუთასმა ნამუშევარმა, ხოლო კონკურსიის საერთაშორისო ტურის გამარჯვებული ევროკავშირის მეზობელი ქვეყნების რეგიონიდან ორი წლის განმავლობაში ზედიზედ ხდებოდნენ უკრაინელი მოსწავლეები.

თარგმანი: პორტალი GINSC



 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker