ნიუ – იორკში ვიზიტის დასასრულს ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტემ მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს ლიდერ ქალთა შეხვედრაში. ,,მივიღე მოწვევა, რომ გავხდე ლიდერ ქალთა მოძრაობის აქტიური მონაწილე, არა მხოლოდ ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, არამედ არქიურად მოვიზიდო ქალები გადაწყვეტილების მიღებაში და აზრთა ფორმირების ყველაზე აქტუალურ საკითხებში“, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გახლდათ შეხვედრის ორგანიზატორი და ინიციატორი. შეხვედრას ესწრებოდნენ არა მხოლოდ ქალები – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მართველი ქალები, არამედ ქალები – პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრები.
ლიდერ ქალთა საერთაშორისო მოძრაობა, დამცველნი ქალთა უფლებებისა, იყო დაფუძნებული ათი წლის წინ, ამერიკის შეერტებული შტატების პირველი ქალი სახელმწიფო მდივანის მადლენ ოლბრაიტის მიერ.