Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

თეთრიწყაროს რაიონში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

Category: Ethnic minorities 
2014-02-28

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთს ესტუმრა და ახალი სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.

 

სკოლა ამჟამად კერძო სახლშია დროებით განთავსებული და სწავლა შეუფერხებლად მიმდინარეობს. სოფელი სამღერეთი აჭარის ეკომიგრანტებით არის დასახლებული, შესაბამისად, სკოლა ქართულენოვანია და 100-მდე მოსწავლე სწავლობს, მათგან 12 ადმინისტრაციულად შემოერთებულ შიხილოს დაწყებითი აზერბაიჯანული სკოლიდან დადის და მათ 2013 თებერვლიდან, სამინისტროს მიერ დანიშნული მიკროავტობუსი ემსახურებათ. თეთრიწყაროს რაიონში მიკროავტობუსი კიდევ 11 საჯარო სკოლას ემსახურება.

 

სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლა, გასული საუკუნის 40-იან წლებში იყო აშენებული. სკოლას არ ჰქონდა საკმარისი რაოდენობის საკლასო ოთახი, თავად შენობა ამორტიზირებული იყო და კაპიტალურ რემონტს არ ექვემდებარებოდა. გასული წლის ბოლოს ძველი შენობის დემონტაჟი განხორციელდა და ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო.  ახალი სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა, საბუნებისმეტყველო და საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტები თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით. თანამედროვე სტანდარტების სკოლაში ყველა პირობა იქნება შექმნილი, რათა მოსწავლემ ისეთივე სრულყოფილი განათლება მიიღოს, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაშია შესაძლებელი. მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში დასრულდება.

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker