ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა სოფ. კაბალის (ლაგოდეხის რაიონი) დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან გამართეს შეხვედრა, რომლებიც პირველად იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ცესკოს კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ მოსწავლეებს არჩევნების ისტორიის, საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო პროცედურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პერიოდში, შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდა ამომრჩევლებთან პერიოდულად იმართება და მათი ინფორმირების კამპანიის ფარგლებში ხორციელდება
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation