Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტს ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან

Category: Ethnic minorities 
2014-06-05

ამა წლის 3 ივნისს, ჩვენთვის ცნობილი გახდა ეთნიკური დისკრიმინაციის შემცველი ფაქტის შესახებ. რამდენიმე დღის წინ მოქალაქე ე. მ. დაუკავშირდა კომპანია „დიზაინ ლაბორატორიას“ ავეჯის შეკვეთის მიზნით. ამ დღეების განმავლობაში ქალბატონი ე. ინტერესი კომპანიის ფეისბუქ გვერდის მიმართ გაიზარდა, აინტერესებდა რა კომპანია რა სახის სოციალურ აქტივობებს ახორციელებს კომპანია და კომუნიკაციას აწარმოებს კლიენტებთან და დაინტერესებულ პირებთან. კომპანიის ფეისბუქ გვერდის ერთ-ერთ პოსტში, ქალბატონმა ე. გამოთქვა მოსაზრება, რის საპასუხოდაც, კომპანიის ადმინისტრატორმა პირადი მიმოწერა დაიწყო მასთან, რომელსაც დისკრიმინაციული ხასიათი ჰქონდა, მათ შორის მოიცავდა იმასაც, რომ კომპანია „სომხებს არაფერს უკეთებს“.

 

 

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, კერძოდ, მისი მე-14 მუხლიდან გამომდინარე ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე, განუჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

 

 

2014 წლის2 მაისს მიღებული „საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კრძალავს ყველა სახის დისკრიმინაციას საქართველოში. მისი მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და კანონმდებლობით დადგენილი უფლებების თანასწორ დონეზე უზრუნველყოფა ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი კი, კანონით გათვალისწინებულ „პირდაპირი“ სახის დისკრიმინაციას წარმოადგენს, ვინაიდან ნათელია, რომ ეროვნული წარმოშობის გამო ხდება კერძო კომპანიის მიერ კლიენტის დისკრიმინაცია.

 

 

ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, შეიქმნას დისკრიმინაციის მსხვერპლთა დაცვის საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების პრეცედენტები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს, როგორც დისკრიმინაციის მსხვერპლთა უფლებების აღდგენას, ასევე პრევენციას მსგავსი ტიპის ფაქტების თავიდან აცილების მიზნით.
შესაბამისად:

 

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს სახალხო დამცველს მოვუწოდებთ დაიწყოს აღნიშნულიფაქტის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს რეკომენდაცია, მიმართოს სასამართლოს და განახორციელოს ყველა საჭირო ქმედება მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე.

 

მოვუწოდებთ თავად დაზარალებულსაც, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწიებული პროცედურების დაცვით თავადაც მიმართოს სასამართლოს და დისკრიმინაციის ფაქტის გამო მოითხოვოს მორალური და/ან მატერიალური ზიანი ანაზღაურება.

 

 

დეტალური ინფორმაცია დაზარალებული პირის შესახებ გადაეგზავნება სახალხო დამცველს და სხვა შესაბამის უწყებებს.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“

 

 

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker