Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

მოხეში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ

ნინო ნარიმანიშვილი, თამუნა უჩიძე,
Category: Ethnic minorities 
2014-10-20

დაპირისპირება მოხეში დღეს, 18 ოქტომბერს, დილიდან დაიწყო. სოფელში დაძაბულობა მეჩეთის ძველ შენობასთან სამშენებლო კომპანიის მუშახელის გამოჩენამ გამოიწვია.

 

შეგახსენებთ, მუსლიმები შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვენ, ადიგენის გამგეობაში კი განაცხადეს, რომ შენობას კულტურის სახლის სტატუსი აქვს და მისი რებილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადეს.

 

ტენდერში გამარჯვებული კომპანია დღეს მოხეში იმისთვის ავიდა, რომ შენობის დემონტაჟი და ამ ადგილას კულტურის სახლის მშენებლობა დაეწყო. მუშების გამოჩენისთანავე შენობასთან მუსლიმი მრევლი შეიკრიბა და მათ მუშაობის შეწყვეტა მოსთხოვა. მალევე სოფლის ცენტრში ადგილობრივი ქრისტიანები მივიდნენ.

 


ქრისტიანები აცხადებენ, რომ მუსლიმი მრევლი მშენებლებს თავს დაესხა და მუშაობის შეწყვეტა მოსთხოვა. ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ მუსლიმები. ისინი ამბობენ, რომ მშენებლებს თავს არ დასხმიან, უბრალოდ მივიდნენ და სთხოვეს ნგრევა შეეწყვიტათ. მშენებლებმა სოფელი მაშინვე დატოვეს. მუსლიმი მრევლი მშენებლებს თავს რომ არ დასხმია ამას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. მოხელი სამართალდამცველები დილიდანვე იმყოფებოდნენ.

 

სოფლის ცენტრში შეკრებილი ქრისტიანები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემას და ამ ადგილას რაიმე მუსლიმური შნეობის აშენებას. მუსლიმები კი ირწმუნებიან, რომ შენობას სისხლის ფასად დაიცავენ და არ მისცემენ უფლებას ამ ადგილას კულტურის სახლი ააშენონ.

 

ამ დროისთვის მოხეში სიმშვიდეა. სოფლის ცენტრში ისევ რჩებიან მუსლიმებიც და ქრისტიანებიც. შეკრებილები აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ელოდებიან. სოფელში ისევ რჩებიან სამართალდამცველებიც.

 

მუსლიმი მრევლი სოფელში ელოდება სამცხე–ჯავახეთის მუფთს მამუკა ვაშაყმაძესა და ჭელის მეჩეთის წინამძღვარს ჯამბულ აბულაძესაც, რომლებიც მოხეში ბათუმიდან მოდიან. გუშინ, 17 ოქტომბერს, მუსლიმი მრევლი ბათუმში პრემიერს შეხვდა. რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე, განიხილეს თუ არა მოხის სადაო მეჩეთის თემა და რას დაჰპირდა პრემიერი მუსლიმებს, ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ ჯამბულ აბულაძის მოხეში დაბრუნებისთანავე მოგითხრობთ.

 

შეგახსენებთ, აღნიშნული შენობის მუსლიმი თემისთვის გადაცემის მოთხოვნით სრულიად საქართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმდინარე წლის 30 მაისს მიმართა. ადიგენის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ შენობას კულტურის სახლის სტატუსი აქვს და მისი შეცვლა არ შეუძლიათ. შენობის გამო ეს დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის. მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთს მიმდინარე წლის 12 სექტემბერსაც დაუპირისპირდნენ. მუსლიმები ადგილობრივ ხელისუფლებას ცრუ დაპირებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ ისინი გამოიყენეს.

 

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker