24 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად პროექტის ,,ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ფარგლებში ,,ერთი ფანჯრის” პრინციპის საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას, რომლის მიზანიც მარნეულის რაიონში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოსახლეობის პრობლემების განხილვა და ამ პრობლემების ადგილზე გადაწყვეტა წარმოადგენდა, ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ქალთა საინფორმაციო ცენტრის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური მომსახურების სააგენტოს და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
საკონსულტაციო შეხვედრაზე განხილულ იქნა 11 შემთხვევა, რომელსაც თავად ბენეფიციარები წარმოადგენდნენ და დამსწრე სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით, შეხვედრაზევე მოხდა პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობა.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation