Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

რა პრობლემები აქვთ შშმ ეთნიკურ უმცირესობებს

Category: Ethnic minorities 
2014-12-02

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობა რეგიონებში მძიმეა - ეს სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის ზოგადი შეფასებაა. შეხვედრა დღეს „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილ სკოტმა გახსნეს, თუმცა, კონკრეტულად, შშმ ეთნიკურ უმცირესობებზე ირინე ობოლაძემ ისაუბრა. ის გაეროს განვითარების პროგრამის კონსულტანტია და კვლევის პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა.

საქართველოს რამდენიმე რეგიონში - კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში კვლევის ავტორები 117-მდე ადამიანს შეხვდნენ.

ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოვლინდა. დაბალი საზოგადოებრივი ცნობიერება და ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობა - ეს ორი ძირითადი საკითხია, რის გამოც ამ ადამიანების უფლებები მრავალგზის ირღვევა. კერძოდ, ირინე ობოლაძის თქმით,  სტერეოტიპული დამოკიდებულება კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას, სტერეოტიპები კი როგორც თვითმმართველობის წარმომადგენლებში, თავად შშმ პირთა ოჯახის წევრებშიც არსებობს:


„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე რეგიონში მოტივირებულ თვითმმართველობის წევრებს შევხვდი, მათ უმეტესად არ იციან ამ ადამიანების უფლებების შესახებ, არ აქვთ ინფორმაცია, რა მომსახურებით შეუძლიათ სარგებლობა შშმ ადამიანებს, შემოიფარგლებიან მხოლოდ ერთჯერადი სოციალური პაკეტის გაცემით და ეს ჰგონიათ ამ ადამიანების დახმარების ერთადერთი გზა. გარდა ამისა, სტერეოტიპულად მსჯელობენ თავად შშმ პირთა ოჯახის წევრები, მაგალითად, შშმ ბავშვების მშობლებმა შეკითხვაც დაგვისვეს, რა საჭიროა, ჩემმა შვილმა განათლება მიიღოს, მომავალში მაინც ხომ ვერ გამოიყენებსო. მართალი გითხრათ, ამაზე პასუხის გაცემა ჩვენც გვიჭირს, თუმცა ვფიქრობ, განათლება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა საკუთარი უფლების დასაცავად”, - ამბობს ობოლაძე და აქვე განმარტავს, რომ შშმ ადამიანების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ადგილობრივი სოციალური მუშაკებისა და  ე.წ. ოჯახის ექიმების მხრიდანაც ხშირია.

კვლევაში ისეთი შემთხვევების შესახებაც წერია, როდესაც რეგიონებში მცხოვრები ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსიც არ აქვთ მინიჭებული. ეს კი ავტორების აზრით, ერთი მხრივ,ინფორმაციის უქონლობით და მეორე მხრივ, სოციალური-სამედიცინო ექსპერტიზის გეოგრაფიული ხელმიუწვდომლობითაა გამოწვეული:

„მაგალითად, ბოლნისში არ არსებობს შესაბამისი ექსპერტიზის დაწესებულება, ამიტომ იქ მცხოვრები შშმ ადამიანისთვის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რთულია სხვაგან ჩასვლა და ამ მომსახურების მიღება. უმეტეს შემთხვევებში, ასეთ რეგიონებში არ იციან ექსპერტიზის ბიუროების შესახებ. არადა, კანონმდებლობით სოციალური მუშაკები ვალდებულები არიან, ამის შესახებ ადამიანებს ინფორმაცია მიაწოდონ”, - განმარტავს ობოლაძე.

ენობრივი ბარიერი - ეს კვლევის შედეგად გამოვლენილი კიდევ ერთი პრობლემაა, რის გამოც ავტორებს თარჯიმნების დახმარებით უწევდათ შშმ ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტი. ობოლაძე ამბობს, რომ თავად თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმაც კი არ იციან სახელმწიფო ენა:

„ენობრივი ბარიერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ძალიან გაგვიკვირდა, როცა ამ პრობლემას შევხვდით მაღალ ინსტანციებშიც, სადაც ოფიციალურ დოკუმენტებს, წესით, ქართულად უნდა ეცნობოდნენ”, - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის კონსულტანტმა.

ამავე კვლევაში საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის მხრივ არსებულ პრობლემებზე, სამოქალაქო სექტორის გაძლიერების მნიშვნელობასა და ინკლუზიურ განათლებაზე. ობოლაძე ამბობს, რომ ინკლუზიური სწავლებისთვის რეგიონები, სადაც შშმ ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, განსაკუთრებულად მოწყვლადია. ეს ეხება როგორც გარემოს ხელმიუწვდომლობას, ასევე სათანადო განათლებას.

კვლევის პრეზენტაციაზე ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში შშმ პირთა უფლებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი უმცირესობები არიან. მათ სხვადასხვა პრობლემას კი მძიმე სოციალური მდგომარეობაც ემატება:


„ამიტომ შშმ ადამიანები მუდმივად გარიყულები არიან. მათ მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები კი ამ მხრივ არსებული პრობლემების გადაწყვეტის პროცესს აფერხებს. კარგია, რომ არსებობს ანტიდისკრიმინაციული კანონი, კონვენცია რატიფიცირებულია, მაგრამ ჯერ ძალიან რთული გზაა წინ”.

ომბუდსმენისა და გაეროს განვითარების პროგრამის („შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობების შესახებ ცნობადობის ამაღლების პოპულარიზაცია /ფოკუს ჯგუფის კვლევის შედეგების“) პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა საინფორმაციო პოსტერები და ბუკლეტებიც, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით  მუნიციპალიტეტებში, სოფლის ამბულატორიებსა თუ სხვა საზოგადოებრივ ადგილებში დარიგდება.

 

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker