2015 წლის 8 მარტს ხელი მოეწერა საქართველოს რელიგიურ გაერთიანებათა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივ დეკლარაციას. დეკლარაციაში „ქალი - მშვიდობის დესპანი“ აღნიშნულია, რომ, დოგმატური განსხვავებების მიუხედავად, ყველა რელიგიური გაერთიანებისათვის ერთნაირად მიუღებელია ქალთა მიმართ ძალადობა და ჩაგვრა, გმობდნენ და კვლავაც დაგმობენ ქალებისადმი ადამიანის ღირსების შემლახველ დამოკიდებულებას, ჩაგვრისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ყოველგვარ ფორმას.
იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება ეს განცხადება ცხოვრებაში, ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ნინო ცაგარეიშვილი საუბრობენ. საუბარს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მზია ფარესიშვილი უძღვება.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation