რატომ ვერ ვხედავთ პოლიტიკაში, ხელისუფლებაში, სამოქალაქო სექტორში საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ეთნიკური სომხური ჯგუფის წარმომადგენლებს; რა პრობლემები აქვთ სამცხე - ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრებ სომეხ ქალებსა და კაცებს - ამის შესახებ „ქვემო ქართლის ეთნოსშორისი ერთობის" ხელმძღვანელი კარინა ბეჟანიშვილი და საქართველოს სომეხ ქალთა ასოციაცია „შუშანიკის“ თავმჯდომარე სუსანა ხაჩატურიანი საუბრობენ. "გენდერული ამბების" კიდევ ერთი სტუმარი, უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის წარმომადგენელი გიორგი ბობღიაშვილი, ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე ამახვილებს ყურადღებას. საუბარს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მზია ფარესიშვილი უძღვება.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation