Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

უსუფაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ასტრიდ თორსს შეხვდა

კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2015-04-29

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ასტრიდ თორსთან შეხვედრა გამართა.

 


მხარეებმა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მდგომარეობასა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა ასტრიდ თორსს იმ რეკომენდაციებისთვის გადაუხადეს მადლობა, რომელიც ეუთოს უმაღლესმა კომისარმა „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით წარმოადგინა. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, ქართულ მხარეს რეკომენდაციები კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარა.

 


„განვიხილეთ ბევრი საკითხი, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის დღის წესრიგშია. ვისაუბრეთ კანონპროექტზე „სახელმწიფო ენის შესახებ“, რომლის განხილვაც პირველი მოსმენით უკვე შესაბამის კომიტეტზე მოხდა. შევეხეთ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებულ საკითხებს და ასევე, ინტეგრაციის სტრატეგიას, რომელზეც მთავრობა მუშაობს“,- აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ასტრიდ თორსმა.

 

წყარო 

ტეგები: ეთნიკური უმცირესობები კანონპროექტი ეუთო სახელმწიფო ენა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker