Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

GDI: რელიგიის სააგენტო რელიგიური უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობას ხელს აფარებს

თეი კანაშვილი
Category: Ethnic minorities 
2015-05-11

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ხელს აფარებს იმ პირებს, ვინც რელიგიური უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობას იჩენს, მის მიერ ამა თუ იმ სადავო საკითხის შესწავლის უსასრულოდ გაჭიანურება კი ამგვარი დავებისა და კონფლიქტების მოუგვარებლობას უწყობს ხელს“, - „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით  2014 წლის მეორე ნახევრის ანგარიში გამოაქვეყნა.

 

„ჯერჯერობით არ იკვეთება ერთი წლის წინ საქართველოს მთავრობის მიერ სწორედ რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით შექმნილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ქმედითი და ეფექტური მონაწილეობა მსგავსი კონფლიქტების მოსაგვარებლად. არსებობის ერთი წლის თავზე კიდევ უფრო გამყარდა საფუძვლიანი ვარაუდი, ერთი მხრივ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უფუნქციობის, ხოლო მეორე მხრივ, მის მიერ უპირატესად დომინანტი რელიგიური მიმდინარეობის ინტერესების გატარების თაობაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ კვლევის მიხედვით, 2014 წლის მეორე ნახევარში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის  რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც, მათი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან უფლებების დარღვევის ფაქტებზე არაადეკვატური რეაგირების ფონზე რელიგიური შეუწყნარებლობის გამძაფრებას ცხადყოფს.

 

„ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტები აშკარად მიუთითებს რელიგიის თავისუფლების კუთხით სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტურ პოლიტიკაზე. სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლების, განსაკუთრებით მუსლიმთა, მიმართ რელიგიური დევნისა და დისკრიმინაციის ფაქტები ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება პრობლემებზე დროული რეაგირება და მეტიც, ხშირ შემთხვევაში თავად ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედება ხდება კონფლიქტის ესკალაციის და შეუწყნარებლობის წამახალისებელი ფაქტორი“, - ნათქვამია ანგარიშში.


Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker