Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

საკრებულოში ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

Category: Ethnic minorities 
2015-07-22

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

 


სხდომას, რომელსაც ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე - რიმა ბერაძე და საბჭოს კოორდინატორი - მარგალიტა ხიდირბეგიშვილი უძღვებოდნენ, საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

 


რიმა ბერაძემ საკოორდინაციო საბჭოს წევრებს, თბილისში ეროვნული უმცირესობებისთვის განკუთვნილი „მეგობრობის სახლის“ გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს.

 


გარდა ამისა, სხდომაზე, საბჭოს ხელმძღვანელმა, საბჭოს წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის - „თბილისი“-ს შესახებ ინფორმაცია გააცნო. დიასპორის წარმომადგენლებმა კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და „საპატიო თბილისელის“ ნომინაციაში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის ინიციატივით გამოვიდნენ. მათი განცხადებით, ეს ადამიანი ეროვნებით ქართველი არ იქნება, თუმცა ის იქნება თბილისში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი, რომელსაც ბევრი აქვს გაკეთებული თავისი მეორე სამშობლოსთვის - საქართველოსთვის.

 


სხდომაზე ასევე იმსჯელეს მერიის კონკურსის -„ჩემი თბილისობა“-ს შესახებ. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი ქალაქის ამ დღესასწაულის მიღმა დარჩენას არ აპირებენ და დღესასწაულში აუცილებლად ჩაერთვებიან.

 


საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო საკრებულოსა და მერიაში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების სტაჟირების საკითხს. ამასთან ერთად, სომხური დიასპორის წარმომადგენელმა გენრიხ მურადიანმა საბჭოს წევრებს, ასევე მიაწოდა ინფორმაცია სომხურ თეატრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ, რომელთა დაწყებაც სწორედ საკოორდინაციო საბჭოს ძალისხმევითა და თანადგომით გახდა შესაძლებელი.

 

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker