Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში, ქართველი მწერლები ნინოწმინდას ეწვევიან

Category: Ethnic minorities 
2015-10-23

10-11 ოქტომბერს, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში, ქართველი მწერლები - ანა კორძაია-სამადაშვილი, ზურაბ ქარუმიძე, დავით ტურაშვილი და პაატა შამუგია ნინოწმინდას ეწვევიან და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს საკუთარ ნაწარმოებებს გააცნობენ. შეხვედრის დროს, საუბარი შეეხება ლიტერატურული პროცესების განვითარების მნიშვნელობას და ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, კულტურული დიალოგის გაღრმავების დადებით გავლენას; ინტერაქციის რეჟიმში მწერლები გამართავენ დიალოგს ადგილობრივ მკითხველებთან;


პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით და გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა:


• ლიტერატურული საღამო სოფელ დიცში (27 ოქტომბერი);
• თბილისში - ფოლკლორის ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“, სადაც, კულტურათშორისი დიალოგის გასაღრმავებლად, ეთნიკური უმცირესობების ფოლკლორული ანსამბლებისა და სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები მუსიკალურ-ფოლკლორულ ტრადიციებსა და რეგიონებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების კულტურულ მემკვიდრეობას წარმოაჩენენ;


• ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ (სამცხე ჯავახეთი და ქვემო ქართლი), ასევე საზღვრისპირა (სოფელი დიცი) რეგიონებში ნაჩვენები იქნება ლევან თუთბერიძის ფილმი „მოირა“. ფილმზე მუშაობა 2015 წელს დასრულდა და მისი მსოფლიო პრემიერა A კლასის საერთაშორისო კინოფესტივალებზეა დაგეგმილი;


• ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლების ხელშესაწყობად, პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი, ორენოვანი კომპიუტერული შემეცნებით-გასართობი პროგრამის პრეზენტაციას. ქართულ-სომხურენოვანი და ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი მეგა თამაშები, სახელწოდებით ,,ერთიანი საქართველო“, ერევნულ უმცირესობათა კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. თამაშები ქართული ანბანის, მუსიკის, მხატვრობის, ლიტერატურის, გეოგრაფიის შესახებ ვრცელ ინფორმაციას მოიცავს და ახალგაზრდებს ქართული ისტორიისა და კულტურის შესწავლაში, საერთო ცნობიერების ჩამოყალიბებასა და ინფორმირებულობის ამაღლებაში დაეხმარება.

 

 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker