Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

„სამოქალაქო საუბრები“ ბოშათა ბანაკებში

Category: Ethnic minorities 
2015-12-22

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფმა“ ქუთაისსა და ქობულეთში კომპაქტურად მცხოვრებ ბოშებთან  შეხვედრები გამართა. შეხვედრაზე ბოშებმა ინიციატივები წამოჭრეს, რომლთა ადვოკატირებაშიც  მათ დახმარებას „საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფი“ გაუწევს.

ქუთაისში, ავანგარდის ქუჩაზე  კომპაქტურად დასახლებული ბოშები უმძიმეს  პირობებში ცხოვრობენ, იგივე სიტუაციაა ქობულეთში, გილაურის უბანშიც, სადაც „ბოშათა ბანაკი“ მდებარეობს.  ბოშები  ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარებას სთხოვენ: წყლის და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას, საცხოვრებელი   ბარაკების, რომლებიც დანგრევის პირასაა, შეკეთება-გადახურვას, დასახლებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგებას, ბოშათა კომპაქტურ ჩასახლებებში სპორტული მოედნების გაკეთებას, ბაგა-ბაღის გახსნას...    

პროეტის, რომელსაც „საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფი“ ახორციელებს, მიზანია ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის ამაღლების ხელშეწყობა საგანმანათლებლო კამპანიის საშუალებით. პროექტი ხორციელდება ცესკო-ს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში საქართველოში მცხოვრებ  ეთნიკურ  უმცირესობებს   - უდიებს, ავარებსა და ბოშებს  გაეცნოთ საარჩევნო სისტემები, მათი რეგულაციები, ამომრჩევლის უფლებები და მათი მოვალეობები.  „სამოქალაქო საუბრები“  ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით: თბილისში, ქუთაისში, ქობულეთში, ყვარელში, დედოფლისწყაროში, გარდაბანში.  პროექტის ფარგლებში  ტრენინგი ჩაუტარდათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლ აქტიურ ახალგაზრდებს „ლიდერობასა და ინიციატივების ლობირებაში“.

ამ ეტაპზე „საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფი“ მათ მიერ დატრენინგებულ ახალგაზრდებთან ერთად მართავს  შეხვედრებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან.  „საზოგადოებრივ  ინიციტივათა  ჯგუფი“  პასუხისმგებლობას იღებს თემის ლიდერებს  გაუწიოს  დახმარება,  როგორც ინიციტივების დაყენებაში, ასევე  დაყენებული  ინიციატივების ლობირებაში ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე.   

მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართა თბილისსა და გარდაბანში, სადაც „საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფის“ წარმომადგენლებმა უდების, ავარებისა და ბოშების თემების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს მათ თემებში არსებულ პრობლემებზე და გამოკვეთეს ინიციატივები, რომელთა დაყენებასაც აპირებენ ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე და რომელთა ადვოკატირებასაც ადგილობრივ ლიდერებთან ერთად ორგანიზაციის წევრებიც  გაწევენ.

 

 

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker