Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

როგორ შეცვალა სტუდენტობამ ეროვნებით ოსი გოგონას ცხოვრება

ელისაბედ ებრალიძე
Category: Ethnic minorities 
2016-02-12

ნათია გაგლოევი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების  ფაკულტეტის, მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია. ნათია სენაკის ერთ-ერთ სკოლაში ჯერ ინგლისურის გაკვეთილებს ატარებს,  შემდეგ თბილისამდე  5 საათი მგზავრობს რომ საღამოს ლექციებს დაესწროს. დამღლელი და მძიმე გრაფიკის მიუხედავად, მიზანდასახული და მოტივირებულია.

 

ნათია ბაკალავრიატის საფეხურზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სწავლობდა, მისი დასრულების შემდეგ კი, სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე – ანგლისტიკა-ამერიკანისტიკის მიმართილებით გააგრძელა .

 

ნათია საკუთარ წარმომავლობას ასე აღწერს – „ვარ ეროვნებით ოსი, დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, კერძოდ ქალაქ გორში. შეიძლება, სწორედ ჩემზე ითქვას, რომ მულტიკულტურულ ოჯახში ვიზრდებოდი – დედა მყავს ქართველი (ხევსური და დედის ხაზით ყველა ნათესავი ხევსურია მათი მკაცრი და ფიცხი, თუმცა საოცრად პოეტური და ხელოვნების მოყვარე ბუნებით), ხოლო მამა ოსი, რომლის დედაც (ჩემი ბებია) ქართველია. ბებიამ შვილები მეტ-ნაკლებად ქართული და ოსური ტრადიციებით აღზარდა“.

 

სტუდენტობის წლებს ყველაზე კარგად იხსენებს, რადგან მეგობრების უმეტესობა სწორედ უნივერსიტეტში შეიძნია. მისი სტუდენტობის პერიოდში ქართველთა და ოსთა ურთიერთობა შედარებით დალაგებული იყო, რამაც გავლენა მოახდინა  ამ ორი ეთნოსის წარმომადგენელ ადამიანთა მშვიდ თანაცხოვრებაზე: –  „ჩემი სოციალიზაცია, შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტში მოხდა. იქ მივხვდი, რომ ვიყავი იმ ქართული საზოგადოების წევრი, სადაც ვცხოვრობდი. მიხაროდა, რომ ჩართული ვიყავი სხვადასხვა ღონისძიებებში როგორც ქვეყნის სრულუფლებიანი წევრი“ – ამბობს ნათია.

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას, საკმაოდ მრავალფეროვან გარემოში აღმოჩნდა. მის გარდა იქ სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც სწავლობდნენ, რამაც გაუადვილა ადამიანებთან ურთიერთობა და დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება. ის ამბობს, რომ არასოდეს უგრძვნია ლექტორებისა და სტუდენტებისაგან უარყოფითი დამოკიდებულება, პირიქით, ყველა პოზიტიურად იყო განწყობილი, რაც თვითრეალიზებაში ძალიან დაეხმარა. ასე გაგრძელდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტშიც: – „ლექტორები მე მაფასებენ როგორც სტუდენტს და არა როგორც ეროვნებით ოსს, აქ მნიშვნელოვანია ჩემი სწავლის ხარისხი და არა ჩემი ეთნიკურობა“ – აღნიშნავს იგი.


ყველაზე მძიმედ სკოლის წლები ახსენდება, რადგან თავს თითქმის ყველასგან გარიყულად გრძნობდა. 90-იან წლებში ეროვნებით ოსებს დევნიდნენ საქართველოდან და მისი ოჯახიც ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. როგორც ნათია გვიყვება, ხშირად ჰქონდა კონფლიქტი რამდენიმე მასწავლებელთან: – „სისტემატურად მაკლებდნენ ნიშანს მხოლოდ ეთნიკური ნიშნით; ჩემთან არ თამაშობდნენ ბავშვები. თითქმის ყველასგან სიძულვილს ვგრძნობდი და მეც მძულდა სკოლა“. თუმცა, მისი თქმით, ბოლო წლებში მისი წარმომავლობა თითქმის აღარავის ახსოვდა. მიუხედავად ამისა, თანატოლებთან ურთიერთობა სკოლის დამთავრების შემდეგ აღარ გაუგრძელებია, მისი სამეგობრო წრე, ძირითადად, უნივერსიტეტში შეძენილი მეგობრებით  შემოიფარგლება.

 

როგორც აღვნიშნე, ნათია ინგლისური ენის პედაგოგია სკოლაში და როდესაც ვკითხე რატომ არიჩია ეს პროფესია ასე მიპასუხა – „მასწავლებლის პროფესია ყველაზე ცუდი პროფესია მეგონა იმ ერთი მასწავლებლის გამო, რომელიც გაკვეთილზე მუდამ შეურაცხყოფას მაყენებდა  ყველას თვალწინ როგორც ოსს. ამბობდა, რომ დედაჩემი “ეცოდებოდა” მარტო იმის გამო, რომ ოსებს ზრდიდა. იმდენად არ მომწონდა ეს პროფესია, რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, მასწავლებელი თუ გავხდებოდი“.

 

განსხვავებული ეთნიკურობის გამო ნათიას ხშირად სამსახურშიც არ იღებდნენ. ამბობს, რომ ტესტირების ეტაპები ბევრჯერ გადაულახავს წარმატებით, დამსაქმებლის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებდა, მაგრამ გასაუბრებაზე ეუბნებოდნენ ან აგრძნობინებდნენ, რომ პრობლემა მის წარმომავლობაში იყო და არანაირი შანსი არ ჰქონდა მუშაობის დაწყებისა. 

 

ვუსმენდი ჩემს რესპნდენტს და მახსენდებოდა ერთი კარგი გამოთქმა – „არ არსებობს ცუდი ერი, არსებობენ ცუდი ადამიანები“. ჩვენ ხშირად გვავიწყდება ეს შეგონება და ადამიანებს იმის მიხედვით განვიხილავთ, თუ რომელ ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნიან. ვფიქრობ, საჭიროა  გავიაზროთ, რომ სამყაროში ყველა ადამიანი მხოლოდ ერთია, ინდივიდია და პიროვნების შესაფასებლად არ კმარა მხოლოდ ეთნიკური წარმომავლობის გათვალისწინება. 

 

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker