Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

გალში შეხვედრა დასრულდა

Category: IDP Georgia 
2016-05-27

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გალში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები თითქმის ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემდეგი შეხვედრა 6 ივლისისთვის დაინიშნა.

 

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გადმოვიდნენ. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა რუსი ოკუპანტის მიერ ხურჩასთან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე იყო.

 

ირაკლი ბერაიას განცხადებით, მათ კატეგორიულად მოითხოვეს მკვლელობაში ბრალდებული პირის გადმოცემა, რათა მოხდეს მისი ქართული კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლება.

 

„მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქმეს იძიებს დეფაქტო ხელისუფლების ე.წ. სამხედრო პროკურატურა. ინფორმაცია განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების შესახებ არ დაგვიდასტურეს. რაც შეეხება გადმოცემის საკითხს, მათ გვითხრეს, რომ ამას სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და ბუნებრივია, ამაზე საუბარი არის ნაადრევი. ჩვენთვის ეს თავისთავად არის მიუღებელი, იმიტომ, რომ ენგურის ხიდს გაღმა არ არსებობს საერთაშორისო სამართლის არანაირი სუბიექტი, არსებობს ჩვეულებრივი, ოკუპირებული ტერიტორია, რომელზეც კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ და ჩვენი მთავარი მიზანი იქნება ამ მიმართულებით უცვლელი, ჩვენი პოზიცია პრინციპული, ჩვენი მოთხოვნები არ შეიცვლება, ჩვენ ყველა ფორმატში დავაყენებთ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. მათ გვითხრეს, რომ არანაირ ექსტრადირებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს, იმიტომ, რომ ექსტრადირება არის ორი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს შორის შესაბამისი ურთიერთობების საფუძველზე განხორციელებული ქმედება, ჩვენთვის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. როდესაც მისი ადგილსამყოფელის შესახებ დავუსვით კითხვები, მათ გვითხრეს, რომ ისინი ე.წ. სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლები არ არინ და შესაბამისად აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობენ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

 

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker