Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

Category: IDP Georgia 
2016-06-29

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 67-ე შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართულ მავთულხლართებსა და ე.წ. “საზღვრის აღმნიშვნელი” ბანერებით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

 

საუბარი ასევე შეეხო, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებების ფაქტებს. უწყების ინფორმაციითვე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად დაგმეს საოკუპაციო ძალების ქმედებები და აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცხია მიაწოდეს შეხვედრეის მონაწილეებს.

 

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა 28 ივნისს გაუჩინარებული ნიკა საღირაშვილის შესახებ, რომლის თაობაზეც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ”ცხელი ხაზი” რამდენჯერმე იყო გააქტიურებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქართულმა მხარემ საოკუპაციო ზოლთან საოკუპაციო ძალების მიერ დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებისგან მიიღო დაპირება, რომ უახლოეს დღეებში მონაცემებს მიაწვდიან.

 

შეხვედრაზე სოფ. ხეითში ბონდო გოჩაშვილის საფლავის დარბევის ფაქტზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს, სადაც ოსურმა მხარემ დარბევის ფაქტი არ დაადასტურა. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით გრძელდება, რომელსაც ცხინვალის რეგიონში მანდატი აქვს.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რიგით 67-ე შეხვედრაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხიც განიხილეს, რომელზე მუშაობაც მათი თქმით, სამომავლოდაც გაგრძელდება.


Source 

Tags: ერგნეთი

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker