Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

დევნილი ქალი მოატყუეს: თაღლითობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

Category: IDP Georgia 
2016-07-18

შს სამინისტრომ თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებით პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა, – ამის შესახებ  შსს-ში კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსმა მიხეილ ძაგნიძემ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით აფხაზეთიდან დევნილი ქალი მოატყუეს, თითქოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და განსახლების სამინისტროში, ასევე თბილისის მერიაში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობითაც შეეძლოთ მისთვის საჭირო ქულების მომატება და რიგის გარეშე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ოლიმპიურ ქალაქში ბინის მიღებაში დახმარება.

გამოძიების ცნობით, სანაცვლოდ ბრალდებულებმა ქალბატონს 15 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. წინასწარ 7 000 დოლარი გამოართვეს, ხოლო დანარჩენი 8 000 აშშ დოლარის გამორთმევას მოგვიანებით აპირებდნენ. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი პირის ავტომანქანის ჩხრეკისას 7000 აშშ დოლარი ამოიღეს.

კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მიხეილ ძაგნიძის განცხადებით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

 

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker