Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

თითქმის აფხაზეთი

თამარ გაზდელიანი
Category: IDP Georgia 
2016-08-11

ხიდს აქეთ ოტობაიაა, სამეგრელო. ხიდს იქით კი ორსანტია-გალი, აფხაზეთი. ასე ვიყავით მე და აფხაზეთი გაღმით და გამოღმით, შუაში კი ენგური მოდიოდა. ხიდიან ხტებოდნენ მეგრელი ბავშვები ენგურში, ენგურში რომელიც ერთდროულად აფხაზეთიც იყო და სამეგრელოც. ენგურში, რომლმაც ერთ დროს მთვარე მოიტაცა. და დადიოდნენ მეგრელები და აფხაზები ერთ ხიდზე თხილის ტომრებით. მეგრელები და აფხაზები, რომლებისთვისაც ეს ხიდი ხიდიც იყო და იყო ხიდზე უფრო მეტიც.

 

ერთ-ერთი ორგანიზაციის ტრენინგის ფარგლებში ანაკლიაში მომიხდა წასვლა, სადაც მოკლემეტრიაჟიანი დოკუმენტური ფილმი უნდა გადაგვეღო. თემები „რენდომით“ განისაზღვრა. ჩემს ჯგუფს „დევნილები“ შეხვდა. თავიდან სახეც კი შემეცვალა, გავიფიქრე, რომ ათასგზის გაღეჭილ თემაზე, როგორ უნდა მომეხერხებინა, რომ რაღაც ახალი მეთქვა. მოკლედ მიუხედავად ყველაფრისა საქმეს მაინც ჩასვლიდან მეორე დღეს შევუდექით. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ მე „თითქმის აფხაზეთში“ მომიწევდა წასვლა. სოფელ „ორსანტიაში“ წავედით. სოფლის ბოლოს ხიდს მივადექით, რომლის იქითაც სოფელი „ოტობაიაა“, სოფელი, რომელიც გალის რაიონს ეკუთვნის და სოფელი რომელსაც ქართული მხარე აღარ აკონტროლებს. ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის პრაკტიკაში საზღვართან ასე ახლოს, პირველად მოვხვდი. მანქანიდან ფეხი როგორც კი გადავდგი, მაშინვე ვიგრძენი რომ რაღაც სხვა ხდებოდა. ეს არ ჰგავდა არც პარლამენტში მუშაობას, არც საკრებულოს სხდომის გაშუქებას, ან რომელიმე აქციაზე ყოფნას. ეს იყო პირველი გადაღება, სადაც ჰაერი ჩავისუნთქე და დიდი ხანი დამჭირდა ამომესუნთქა, გადაღება რომლის დროსაც ისე დავიძაბე, როგორც არასდროს პროფესიული საქმიანობისას.ვიყავი ერთდროულად ძალიან სავსეც და ძალიან ცარიელიც. პირველად მეწყინა, რომ სადღაც ვერ გადავდიოდი, წყენა ტკივილამდე. რაღაც ასეთი იყო. აფხაზეთი აქამდე ჩემი არ ყოფილა, რადგან არასოდეს მიფიქრია გადასვლა, მაგრამ როცა ხიდზე გადასხვლა მომინდა მაშინ უკვე ჩემი გახდა.

 

P.S

საკუთრ სახლში გინდა შესვლა, მეზობელმა კი გასაღები წაგართვა და გეუბნება, რომ სახლი შენ აღარ გეკუთვნის, შეგიძლია შუქის, გაზის და სხვა კომუნალური გადასახადები გადაიხადო, თუმცა ფეხსაც კი ვერ შეადგამ.


Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker