Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

დევნილთა ინტეგრაციის პრობლემები საქართველოში - უცხოელი ექსპერტები მთავრობას რეკომენდაციას აძლევენ

Category: IDP Georgia 
2016-11-30

საქართველოში დევნილების პრობლემებს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) შეისწავლის. ჩვენი ქვეყანა რიგით მესამეა, სადაც სპეციალისტები იმუშავებენ, რომ სახელმწიფომ სტრატეგიის შემუშავებისას დევნილთა ინტერესი იმაზე უკეთ გაითვალისწინოს ვიდრე ეს დღეს არის.

 

რა არის დევნილთა ინტეგრაციის ხელშემშლელი მთავარი ფაქტორები და რა პერსპექტივები არსებობს საქართველოში ამ გლობალური პრობლემის მოსაგვარებლად - ამ თემაზე გუშინ თბილისში, ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით მასშტაბური კონფერენცია გაიმართა.

 

 

„საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა, სამართლებრივი დახმარება/უფლებების დაცვა, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები და ადგილობრივ/მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა“- ეს იმ ხარვეზების მცირე ჩამონათვალია, რაზეც უცხოელი სპეციალისტები საუბრობენ და სახელმწიფოს გარკვეულ რეკომენდაციებს სთავაზობენ.

 

 

შეხვედრაზე ახალი ინიციატივაც დაანონსდა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში დევნილთა ინტეგრაციის შეფასებას ჟენევაში მოქმედი ორგანიზაციის-იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთობლივი პროფაილინგის სერვისის (JIPS) მიერ.

 

 

პროექტი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ პირთა ადგილობრივ თემებში ინტეგრაციის ხელშეწყობას მათთვის სამართლებრივი დახმარებისა და მდგრადი საარსებო წყაროების გადაწყვეტილებების უზრუნველყოფის გზით. პროექტი საქართველოს ხუთ ქალაქში ქუთაისში, წყალტუბში, ფოთში, ზუგდიდსა და სენაკში უკვე განხორციელდა.

 

 

„ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ გავაუმჯობესოთ, გავაფართოვოთ ადგილობრივი მთავრობის შესაძლებლობები იმისათვის, რომ სტატუსის შეფასების მიდგომიდან სტატუსის საჭიროების საფუძველზე გადავიდეთ და ამით მხარი დავუჭიროთ დევნილებს (და არა მარტო მათ), გავაუმჯობესოთ ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობა, ვუპასუხოთ მათ საჭიროებებს, შევქმნათ ისეთი შესაძლებლობები, რომელიც ნორმალური ცხოვრებისთვისაა აუცილებელი“- აღნიშნა სვედ მონრად გრაუნბოელმა, რომელიც DRC -ს წარმომადგენლობის დირექტორია.

 

 

გრაუნბოელის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ძირითადად გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული, ეს მიდგომა კი შესაცვლელია.

 

 

„შეუძლებელია დევნილებს მიუდგე, როგორც ერთ მთლიან ჯგუფს, მათ შორის არიან განსხვავებული ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული საჭიროებები გააჩნიათ. ზოგს შეიძლება საცხოვრებელი, ზოგს კი საარსებო წყაროების სჭირდებოდეს. ზოგი კი დასაქმებას ითხოვდეს. ასევე შეიძლება პრიორიტეტი მისთვის მიწა იყოს, რომ მოსავალი მოიყვანოს. აქიდან გამომდინარე ჩვენ პირველ რიგში ვცდილობთ დახმარება იყოს მიზნობრივი. ძალიან მნიშვნელოვანია დახმარების გაცემის დეცენტრალიზაცია მოხდეს. მუნიპალური მართველობის შესაძლებლობების გაუმჯობესება უნდა განხორციელდეს, რომ დახმარება იყოს მიზნობრივი და მარტივად მიდიოდეს მოქალაქემდე“- აღნიშნა მან.

 

 

სვედ მონრად გრაუნბოელი ყურადღებას ამახვილებს ზუსტი სტატისტკის შექმნაზე, რომ „ზუსტად გათვალონ საით უნდა წავიდეს მთავრობის მიერ გადასახადების მეშვეობით ამოღებული ფული და საბოლოოდ ის გონივრულად დაიხარჯოს“.

 

 

მედიასთან კომენტარი გააკეთა ჟენევაში მოქმედი ორგანიზაციის - „იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთობლივი პროფაილინგის სერვისი“-ს წარმომადგენელმა დამიერ ჟუსელმიმ, რომელიც ათი დღეა, რაც საქართველოში იმყოფება და დევნილთა საცხოვრებელ პირობებს სწავლობს.

 

 

„სულ 10 დღეა საქართველოში ვარ და ჩემთვის ძალიან რთულია, ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ შთაბეჭდილებებთან დაკავშირებით. მიუხედავად მცირე დროისა მე ვიმყოფებოდი კომპაქტურაც ჩასახლებულ ადგილებში, პირველი რა თვალში მომხვდა, არის ის რომ თქვენ საცხოვრებელი პირობების ძალიან განსხვავებული სტანდარტები გაქვთ. საცხოვრებელი პირობები ერთ დასახლებასა და მეორე დასახლებას შორის საკმაოდ განსხვავდება. ჩვენ ახლა გვინდა გავარკვიოთ, როგორი სხვაობაა დევნილებისა და დანარჩენი საზოგადოების საცხოვრებელ პირობებს შორის“- აღნიშნა ჟუსელმა.

 

 

თავის მხრივ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ აცხადებს, რომ უწყებას დევნილთა პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით სწორი სტრატეგია გააჩნია.

 

 

გიორგაძე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას დადებითად აფასებს.

 

 

„ჩვენ ეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავებული გვაქვს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულებით. დღეს ღონისძიების მასპინძლები არიან ჩვენი უწყების ერთ-ერთი პარტნიორები ამ მიმართულებით. შესაბამისად სრულ თანხვედრაში არის ის მიდგომები, რაც გააჩნია არასამთავრობოებს, საერთაშორისო ორგანიზაციას და სახელმწიფოს. ჩვენი პრიორიტეტი არ არის მხოლოდ გრძელვადიანი განსახლება”- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

 

გიორგაძე აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომ ვიდრე დევნილები დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში აუცილებელია სახელმწიფომ მათ ღირსეული პირობები შეუქმნას.

 

 

„ასევე მნიშვნელოვანია შემოსავლის წყაროების გაჩენა. ამ მიმართულებით სამინისტროს სპეციალური სააგენტოც აქვს. რომ არა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და ანალოგიური პროექტები, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მარტო გაუჭირდებოდა გამკლავება ამ პრობლემების მიმართ. დევნილები ვიდრე დაბრუნდებიან აუცილებელია მათი ინტეგრაცია. ეს ინტეგრაცია მოიცავს როგორც სხვა დანარჩენი მოქალაქეები ანალოგიურად მათ ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა, შესაძლებლობა ისარგებლონ ყველა იმ სერვისით რაც გააჩნია სახელმწიფოს როგორც მუნიციპალურ ასევე ცენტრალურ დონეზე“,-განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

 

 

ცნობისთვის, პროექტი საქართველოს ხუთ ქალაქში ქუთაისში, წყალტუბში, ფოთში, ზუგდიდსა და სენაკში განხორციელდა.

 

 

პროექტის შედეგად ჩატარდა 1870 დევნილი ოჯახის აღწერა/პროფაილინგი დევნილთა 11 დასახლებაში; 44 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც 595 დევნილი დაესწრო; 6 თემატური სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

Source 

Tags: სტრატეგია

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker