Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გენდერული მეინსრტიმინგი თბილისის მუნიციპალიტეტში

კატეგორია: განცხადებები 
2016-12-02

6 დეკემბერს 11:00 საათზე, სასტუმრო ”ამბასადორი” (თბილისი, იოანე შავთელის #17). ქალთა  საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება კონფერენცია "გენდერული მეინსრტიმინგი თბილისის მუნიციპალიტეტში".

 

ღონისძიება მიზნად ისახავს თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერულად მგრძნობიარე მმართველობის ხელშეწყობას. შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტის განხილვა. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების მიმღები პირების,  საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების რეკომენდაციებისა და მოსაზრების გაზიარება.  შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნები აისახება თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საბოლოო დოკუმენტში.

 

კონფერენციას დაესწრებიან თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე მუნიციპალიტეტის რაიონულ გამგეობებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი პირები.

 

ღონისძიება ორგანიზებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ. ღონისძიება ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.

 

პროექტი „თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული პოლიტიკის გაძლიერება.“

ტეგები: ქალთა საინფორმაციო ცენტრი კონფერენცია გენდერული მეინსრტიმინგი თბილისის

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker