Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ჟენევაში ქართულმა მხარემ უკანონო დაკავებების და ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი დააყენა

Category: IDP Georgia 
2016-12-15

13-14 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 38-ე რაუნდი შედგა. გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. მოლაპარკებების 38-ე რაუნდის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში – უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარსაცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები დაესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებულიშტატებიდან.

 

მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

 

ორივე სამუშაო ჯგუფში შედგა უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე არსებული მძიმე მდგომარეობის ინტენსიური განხილვა.

 

მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციის საკითხი და დაგმეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების თაობაზე ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი.

 

მონაწილეებმა საქართველოდან  თანათავმჯდომარეებსა და სხვა მონაწილეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში წლის განმავლობაში მიმდინარე მილიტარიზაციისა და სამხედრო წვრთნების თაობაზე, ასევე  ყურადღება გაამახვილეს გალის რაიონში ე.წ. სასაზღვრო ზონის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რაც კიდევ უფრო შეზღუდავს ადგილზე თავისუფალ გადაადგილებასა და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს და მოითხოვეს შესაბამისი განმარტებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან.

 

გაიმართა ინტენსიური მოლაპარაკებები ძალის არგამოყენებისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის თაობაზე. რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული პოზიციის გამო, ვერ მოხერხდა კონსესუსის მიღწევა მონაწილეთა შესაბამის განცხადებასთან დაკავშირებით.

 

მონაწილეებმა საქართველოდან შეშფოთება გამოხატეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ასევე აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. „გამშვები პუნქტების“  შემცირების  გამო.

 

საქართველოდან მონაწილეების მიერ ასევე დაისვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების საკითხი. ხაზი გაესვა ვითარების გამოსწორების მიზნით სათანადო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.

 

მონაწილეებმა საქართველოდან კვლავ დააყენეს 2016 წლის მაისში სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების საკითხი.

 

მონაწილეებმა საქართველოდან ისაუბრეს ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებშიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე და ამ მიმართულებით შემდგომი მუშაობის მზადყოფნაზე.

 

ქართულმა დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთადაბრუნების საკითხზე. თემის განხილვისას რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმებისწარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი თავიანთ არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებას მოლაპარაკებების პროცესის მიმართ. თანამოდერატორების მხრიდან აღინიშნა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესახებ არსებითი განხილვისაუცილებლობა.

 

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე. აღინიშნა ამ მიმართულებით ქმედითი ზომების გატარების მნიშვნელობა.

 

აღსანიშნავია, რომ 13 დეკემბერს გაიმართა საინფორმაციო სესია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საკითხზე. ღონისძიებაზე მოწვეულმა საერთაშირისო ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს მშობლიურ ენაზე სწავლების საჭიროებას და ამ ფუნდამენტური უფლების დაცვის აუცილებლობას.  მათ მონაწილეებს გააცნეს ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები და არსებული პრაქტიკა.

 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2017 წლის 28-29 მარტს.


Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker