ირლანდიაში სექს-მუშაკების მომსახურეობისთვის ფულის გადახდა უკანონო გახდა, იტყობინება Reuters.
აღსანიშნავია, რომ ირლანდიამ ისეთ ქვეყნებს მიბაძა, როგორიცაა: კანადა, შვედეთი, ნორვეგია, ისლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია.
კანონის მიხედვით, რომელიც 22 თებერვალს შევიდა ძალაში, პირები რომლებიც სექსუალური მომსახურეობისათვის ფულს გადაიხდიან პირველ ჯერზე 500 ევროთი, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 1000 ევროთი დაჯარიმდებიან. გარდა ამისა, იმას ვინც სუტინიორობას ეწევა ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება.
კანონი მიმართულია სექს-ტრეფიკინგის წინააღმდეგ. თუმცა, ზოგიერთი სექს-მუშაკები დარწმუნებულები არიან, რომ ახალი ზომები ამ სექტორში დასაქმებულ ქალებს აიძულებს იმუშაონ "მიწისქვეშ", ანუ უფრო სახიფათო პირობებში.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation