Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა

Категория: Анонсы 
2017-03-13

საქართველო, თბილისი. 14 მარტი, 11:00 საათი. სასტუმრო ”ამბასადორი” (თბილისი, იოანე შავთელის #17). ქალთა  საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა.

 

 

შეხვედრა მიზნად ისახავს თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის - საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს და თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის პრეზენტაციას. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება თბილისის მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია, რომელიც უახლოეს მომავალში დასამტიკცებლად  იქნება წარდგენილი   თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. 

 

მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების მიმღები პირების,  საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების  მიერ შეხვედრაზე გამოთქმული რეკომენდაციები და მოსაზრებები აისახება თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის საბოლოო დოკუმენტში.

 

შეხვედრას დაესწრებიან პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე მუნიციპალიტეტის რაიონული გამგებლები და გამგეობებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები. ასევე  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი პირები.

 

აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გენდერული თანასწორობის საბჭო  2016  წლის ნოემბერში ჩამოაყალიბა, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგია 2017 წლის 3 თებერვალს დაამტკიცა. ღონისძიება ორგანიზებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ. ღონისძიება ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.

 

პროექტი „თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული პოლიტიკის გაძლიერება.“

Тэги: თბილისი მუნიციპალიტეტი გენდერული თანასწორობა ინსტიტუციური მექანიზმი სტრატეგია

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Президентом Греции впервые избрана женщина

В Британии в парламент прошло рекордное количество женщин

Кабмин Финляндии возглавит самая молодая премьер-министр в мире

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker