Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

საქართველო სექსტრეფიკინგის და შრომითი ექსპლუატაციის წყარო და სატრანზიტო ქვეყანაა

Category: Trafficking 
2017-06-28

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.

 

დოკუმენტში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეფასებული 187 სახელმწიფოდან საქართველო უკვე მეორედ მოხვდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების შეფასების უმაღლეს საფეხურზე - ე.წ. „პირველ კალათაში“.

 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია რომ, საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. შეფასებაში ხაზგასმულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე, დაწყებული გამოძიებების გაზრდილი მაჩვენებელი, რაც შემთხვევების გამოვლენისა და პროაქტიული გამოძიებების გაძლიერებას მოწმობს.

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ გამოავლინა მტკიცე და ურყევი ძალისხმევა 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცებით, პროაქტიული გამოძიების და ტრეფიკინგისთვის მოწყვლადი ჯგუფების ინდიკატორების განსაზღვრით“.

 

ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიში აჭარის რეგიონში სექსტრეფიკინგი და იძულებითი პროსტიტუცია  მოხვდა.

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო არის გოგონების და ქალების სექსტრეფიკინგის, ასევე მამაკაცების, ქალების და ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის წყარო, სატრანზიტო და მიმართულების ქვეყანა.

 

 

 

ანგარიში საზოგადოებას სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა და პრეზიდენტის მრჩეველმა, ივანკა ტრამპა წარუდგინეს.

 

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 21-ე საუკუნე იქნება ადამიანთა ვაჭრობის ბოლო საუკუნე და ეს არის ის, რაზეც ყველა პასუხისმგებელი ვართ. სამწუხაროდ, ჩვენი გამოწვევა უზარმაზარია. დღეს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 20 მილიონი ადამიანია ტრეფიკინგის მსხვერპლი. ასე, რომ ნათელია, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ისევე როგორც მთავრობებს მთელს მსოფლიოში“,- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა.

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker