Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ნინო სურგულაძე მცოცავი ოკუპაციის შესახებ

Category: IDP Georgia 
2017-07-13

მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე რუსეთის მხრიდან შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. ის საერთაშორისო საზოგადოებას მეტი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

 

 

გთავაზობთ ნინო სურგულაძის განცხადებას სრულად:

 

„მე იმ ქვეყნის შვილი ვარ, რომელიც ომისა და მშვიდობის მიმართ მგრძნობელობას არასოდეს დაკარგავს. რომელმაც იცის თავისი ისტორიული მეხსიერების ფასი და პატივს მიაგებს სხვათა ეროვნულ ღირსებას. ამიტომ შეუძლებელია დუმილით ვუცქირო იმ პროცესებს, რომელიც საოკუპაციო ხაზის ირგვლივ ტრიალებს და რომელსაც პოლიტიკას ვერ დავარქმევთ, რადგან ეს ყველაფერი ზოგადადამიანურ ტკივილს უკავშირდება. უკვე წლებია ჩემს კოლეგებთან ერთად ვცდილობ, ადამიანებს შევუმსუბუქო სოციალური ყოფა. ვცდილობ, დავარწმუნო, რომ სიკეთე უფრო ძლიერია, ვიდრე ბოროტება. საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ადამიანები საშობლოსთან ერთად კარგავენ ადამიანის უფლებებს და რჩებიან იმ სივრცეში, სადაც ისინი არავის აინტერებს. ძალიან მინდა, ამ დროს ჩემთან მხოლოდ ხელოვანები კი არა, პოლიტიკოსებიც იყვნენ, რადგან კაცობრიობის სინდისად აღიარებულ კულტურას აუცილებლად ჭირდება მათი რეალური მხარდაჭერა.

 

მინდა მოვუწოდო საერთაშორისო თანამეგობრობას, მსოფლიო ლიდერებს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უფრო ქმედითი ღონისძიებებისაკენ. მსოფლიო არ შეიძლება დარჩეს გულგრილი ამ პროცესების მიმართ.

 

მე არ ვიცი, რას განიცდიან დიდი პოლიტიკის შემოქმედნი, როცა მავთუხლართებით აძევებენ ადამიანებს საკუთარი წარსულიდან და მშობლიური სახლებიდან, მაგრამ მე ვიცი, რას განიცდიან ისინი და ვწუხვარ ჩემი უმწეობის გამო. ჩვენ - ხელოვანებს შეგვიძლია ვუთანაგრძნოთ, დავეხმაროთ მატერიალურად, მაგრამ არ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს სისასტიკე. ეს მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.

 

და ბოლოს მივმართავ ჩემს რუს კოლეგებს, არაფრის და არავის ფასად არ ღირს ისტორიული დანაშაულის მიმართ სიჩუმე, ჩვენი გაყოფა აფხაზ და ოს ძმებთან მავთულხლართებით შეუძლებელია, საქართველო არასოდეს შეეგუება ამ რეალობას. რადგან ისტორიული სამართლიანობა დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად აღდგება და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა იყოთ მისი მონაწილე“- წერს მეცო სოპრანო.


Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker